კვირა, 24.11.2024, 02:43
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » საინფორმაციო ბიულეტენი
 

ქალთა ხმის" მეხუთე ნომრის მთავარი თემა ისევ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობა და მათი აქტიური როლის განსაზღვრაა ქალების ცხოვრებაში.

ცალკეული სტატიები ეძღვნება ფოთის, ხონისა და  სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებს. ამ ცენტრებს ახალი მობილიზატორები ჰყავთ - ფონდი „სოხუმის" ლიდერთა სკოლის კურსდამთავრებულები. ახალგაზრდული ენერგია  უკვე იგრძნობა ცენტრების მუშაობაში და დღითიდღე მეტი ცვლილებაა მოსალოდნელი.

მკითხველი ინტერესით გაეცნობა სხვა სტატიებსაც: „ფორუმ -თეატრის „კამანდა", „როცა დედა კარგი მეგობარია", მოზარდი თაობა და ინტერნეტსივრცე".

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 741 | დაამატა: admin | თარიღი: 30.10.2012



შევიცვალე, თანაც როგორ" - ამ სტატიაში საინტერესოდაა მოთხრობილი ფონდი „სოხუმის" როლზე წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორის ცხოვრებაში.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების როლზე, ფსიქოლოგისა და იურისტის მუშაობის მნიშვნელობაზე გვიამბობს ჟურნალის მეოთხე ნომერში დაბეჭდილი სხვა სტატიები. 


კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 825 | დაამატა: admin | თარიღი: 30.08.2012



ამომრჩეველ ქალთა ლიგის საქმიანობა, სატელევიზიო სივრცის გამოყენება ქალთა აქტივობის პროპაგანდისათვის და ამომრჩეველ ქალთა რვა კლუბის წარმომადგენელ ქალთა რვა დასამახსოვრებელი პორტრეტი.

რვა ქალბატონი, რომელიც, ძირითადი სამსახურის პარალელურად, აქტიურადაა ჩართული ამომრჩეველ ქალთა ლიგის მუშაობაში და ცდილობს რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარებას.

ყოველი მათგანი გამოცდილებას იძენს, თავადაც იცვლება და ამასთანავე აქტიური მონაწილეა იმ ცვლილებებისა, რომელიც კლუბის სახელითა და ხელშეწყობით ხდება ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, ხობში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთსა და ბათუმში.

ნომრის თემაც სწორედ ესაა - ქალები, რომლებიც ხელს უწყობენ ცვლილებებს.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 892 | დაამატა: admin | თარიღი: 30.07.2012



რას აძლევს ფონდი „სოხუმი" ქალებსა და გოგონებს? რაში ეხმარება მათ შეხვედრები ფსიქოლოგთან და იურისტთან? რა კორექტივები შეაქვთ ქალებს თავიანთ ყოველდღიურობაში? როგორ იცვლება მათი ცხოვრება?

ამ  შეკითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობს „ქალთა ხმის" მესამე ნომერი.

ფონდი „სოხუმის" აქტიური მუშაობა ოჯახში ძალადობის პრევენციისათვის, თანამშრომლობის გაფართოება ადგილობრივ თვითმმართველობასთან, წარმატებულ ქალთა  პორტრეტები...

ასეთია ჟურნალი, რომელიც რუსულ ქართულ და ინგლისურ ენებზე დაიბეჭდა და ქალთა მხარდაჭერის ცენტრებისაკენ მიემართება... რათა ქალებს პრობლემების დაძლევის გზები აპოვინოს,  მომავლის იმედი ჩაუსახოს, გაძლიერების სტიმული მისცეს...

უფრო კონკრეტულად თუ გაინტერესებთ - გადაფურცლეთ ჟურნალი „ქალთა ხმის" ელექტრონული ვერსიები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე...

 

პროექტიხორციელდება: გერმანიისორგანიზაციაEED-, ეკლესიათაგანვითარებისსამსახურისმხარდაჭერით.

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 906 | დაამატა: admin | თარიღი: 30.06.2012

 

ზუგდიდში,  დევნილთა ერთ-ერთ კომპაქტურ ჩასახლებაში წყლის მიწოდება მოწესრიგდა.

ბათუმში თავმოხდილი ჭები დაიხურა და პრობლემა მოგვარდა.

წყალტუბოში 8 დევნილისათვის საკრებულომ ფულადი დახმარება გამოყო.

ოზურგეთში ერთ-ერთ ქუჩაზე ბუნებრივი აირის დამონტაჟება დაიწყო.

ფოთში დევნილთა უსაფრთხო ცხოვრებისათვის საჭირო საკითხები გვარდება.

ხონში სოციალურად დაუცველები გათავისუფლდნენ წყლისა და ნაგვის მოსაკრებლისაგან.

ქუთაისში წყალმომარაგების საკითხი შეისწავლეს.

ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ხიდ-ბოგირები გაკეთდა.

 

ყოველივე ამაში ამომრჩეველ ქალთა კლუბების წვლილიცაა. პრობლემების მოგვარებას  ხელი შეუწყო ადვოკატირების ჯგუფების თანამშრომლობამ ადგილობრივ თვითმმართველობასთან.

აქტიური ქალები, გააქტიურებული კლუბები და მათი აქტიურობის კონკრეტული შედეგები  - სწორედ ამაზეა მოთხრობილი  ჟურნალ „ქალთა ხმის" მეორე ნომერში.
 

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 863 | დაამატა: admin | თარიღი: 01.06.2012

ჟურნალ „ქალთა ხმის" მეორე ნომერი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებზე, რადგანაც ფონდი „სოხუმის" მუშაობა ამ რეგიონალურ სტრუქტურებშია გაშლილი.

ნომერში მოთხრობილია ტრენინგზე, რომელიც ჩატარდა ექვსივე ცენტრის მობილიზატორებისთვის. საინტერესოა სტატიები ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მუშაობაზე, ფსიქოლოგის კონსულტაციებზე სენაკის ცენტრში, საინფორმაციო შეხვედრებზე ქუთაისის ცენტრში.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია ინტერვიუ ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორ ნანა ქანთარიასთან. სტატიაში კარგად ჩანს ნანას ძლიერი, გაუტეხელი ბუნება, მისი შემართება ცხოვრებისეული პრობლემების  წინააღმდეგ... (ინტერვიუს წაკითხვა აქვე შეგიძლიათ).

ჟურნალის გაცნობა  ბევრ რამეს მისცემს მკითხველს: შეხვედრებზე დასწრებისა და პრობლემების მოგვარების სურვილს, საკუთარი უფლებების განმტკიცების რწმენას და, რა თქმა უნდა, უკეთესი მომავლის იმედს...

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 942 | დაამატა: admin | თარიღი: 20.05.2012

 

ჟურნალი „ქალთა ხმა" შეცვლილი სახით გამოვიდა: ახალია დიზაინი, გაზრდილია გვერდების რაოდენობა. გაფართოვდა მკითხველთა აუდიტორია, რადგან ჟურნალის ქართულ და რუსულ ვერსიას ინგლისურიც დაემატა.

ჟურნალის  სტატიებში  გაანალიზებულია ფონდის მუშაობა, წარმოდგენილია მთავარი შედეგები და ის ცვლილებები, რომელთაც ახდენს ფონდის მუშაობა ქალებზე.
 
კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 862 | დაამატა: admin | თარიღი: 25.04.2012

« 1 2 3 4 5 6 7 8 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0