ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:51
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » საინფორმაციო ბიულეტენი
 
 
კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 1072 | დაამატა: moderatori | თარიღი: 20.05.2010

„ქალთა ხმის" ახალი ნომერი ასახავს იმ დიდ მუშაობას, რომელიც მიმდინარეობს ქალთა განვითარების მიზნით მთელს დასავლეთ საქართველოში.

ჟურნალში წარმოდგენილია საინტერესო მასალები: ფორუმი ქალთა სოლიდარობის თემაზე, ტრენინგი ფონდი „სოხუმის" თანამშრომლებისათვის ოჯახში ძალადობის თემაზე, მუშაობა ახალგაზრდებთან, შეხვედრები ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში, ფსიქოლოგის საქმიანობის ერთ-ერთი მეთოდი - არტთერაპია, საზოგადოებრივი დებატები, რადიომონოლოგი...

როგორც ყოველთვის, მკითხველი ახლაც ინტერესით გაეცნობა ფონდი „სოხუმის" პეიროდულ გამოცემას.
 
            Download_RUS>>>
 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 1069 | დაამატა: admin | თარიღი: 28.04.2010

სამ თვეში ერთხელ გამოვა „ქალთა ხმა" საერთო რუბრიკით „ქალი და მშვიდობა".

სამშვიდობო მიმართულების ჟურნალი ყველაზე ძველია ფონდი „სოხუმის" საინფორმაციო გამოცემებში.

აპრილში გამოვიდა ჟურნალის პირველი ნომერი. მასში აისახა ბოლო ოთხ თვეში ჩატარებული მუშაობა.

ამჟამად განსაკუთრებული აქცენტი სამშვიდობო საქმიანობაში ახალგაზრდებზე კეთდება და ეს კარგად ჩანს ჟურნალის ფურცლებზე.

მკითხველი კვლავაც ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებს, გაეცნობა ფონდი „სოხუმის" ახალ გამოცემებს „მშვიდობისმყოფელ ქალთა დიალოგი" და „მასწავლებლის მოგზაურობა კავკასიაში".

იმედია, ყველა თაობის მკითხველი თავისთვის საინტერესოს იპოვის „ქალთა ხმაში".

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
 
 

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 1281 | დაამატა: admin | თარიღი: 28.04.2010

ჟურნალის მეორე ნომრის გამოსვლა წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა. ამიტომაც განსაკუთრებულ შინაარსს იძენს ამ საინფორმაციო გამოცემის მთავარი მიზანი -  ქალთა პოლიტიკური აქტივობის პროპაგანდა.

ჟურნალში თავმოყრილია სტატიები, რომლებიც საინტერესო თემებზე მოუთხრობს მკითხველს - გენდერული თანასწორობის შესახებ კანონპროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები; ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ ქალთა კლუბების მუშაობა; ლიდერი ქალების პორტრეტები; გენდერული საკითხი ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკაში; ქალთა ელექტორატის ხედვა თანასწორობათან დაკავშირებით.

ჟურნალის ქართულ ვერსიას გაეცნობიან დასავლეთ საქართველოს ამომრჩეველ ქალთა  კლუბებისა და პოლიტიკური პარტიების წევრები, ხოლო რუსული ვერსია ელექტრონული სახით გაიგზავნა ყველა ქსელში.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 1081 | დაამატა: admin | თარიღი: 20.03.2010

 

თექვსმეტ გვერდზე  ბევრ რამეს გაეცნობა მკითხველი: ბათუმელ ქალთა შეხედულება ძალადობის პრობლემაზე, ხობში ჩატარებული ტრენინგის მონაწილეთა დამოკიდებულება თანასწორობისადმი... დაფიქრდება რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, იმაზეც, რატომ გარბის სახლიდან 12 წლის ბიჭუნა. გაიგებს, რომ ზოგჯერ ფსიქოლოგსაც სჭირდება ფსიქორეაბილიტაცია.

საზოგადოებასთან მუშაობა, ქალები ჩვენს გვერდით, ინტერვიუ ფსიქოლოგთან, სარედაქციო ფოსტა - ამ ძირითად რუბრიკებზეა აგებული ჟურნალ "ქალთა ხმის"  ახალი, 2010 წლის პირველი ნომერი.

ჟურნალი, წელსაც კვლავინდებურად ორ თვეში ერთხელ გამოვა. ქართული ვერსია - ნაბეჭდი სახით, რუსული კი - ელექტრონული ვერსიით გავრცელდება.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 1578 | დაამატა: admin | თარიღი: 17.02.2010

« 1 2 ... 6 7 8
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 31
სტუმარი: 31
მომხმარებელი: 0