ის იწყება შვედეთის ქალთა ფონდის Kvinna till Kvinnas-ს გენერალური დირექტორის ლენა იაგის მოხსენებით, რომელიც მან გააკეთა ბაქოში. მოხსენება ეძღვნებაგაეროს 1325 რეზოლუციის მეათე წლისთავს, მასში წარმოდგენილია ქალთა სამშვიდობო საქმიანობის ანალიზი.
ჟურნალის ახალი ნომერიკვლავინდებურად მშვიდობისმყოფელ ქალებსა და ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის მონაწილეებს ეძღვნება.
ჟურნალ „ქალთა ხმის" ახალი, მესამე ნომრის ძირითადი თემა კვლავ ახალგაზრდობაა. სამშვიდობო საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ახალგაზრდა ლიდერთა სკოლაა. ჟურნალის ახალ ნომერში გრძელდება წინა ნომერში დაწყებული საუბარისკოლის მონაწილეებზე. დაბეჭდილია სტატიებიმათთვის ქუთაისში ჩატარებულ ორ ტრენინგზე და ვორკშოპებზე, რომელთაც ახალგაზრდები დამოუკიდებლად ატარებენ სხვადასხვა ქალაქში.
არანაკლებ საინტერესოა მასალებისაქართველოსა და რუსეთის მშვიდობისმყოფელ ქალთა დიალოგის შესახებ, რომელიც მოსკოვში გაიმართა.
ჟურნალი სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციასაც სთავაზობს მკითხველს - ქართულ-აფხაზური დიალოგი სტამბულში, შვედეთის ქალთა ფონდი Kvinna till Kvinna -ს ქსელური შეხვედრა და სხვა.
რას აკეთებს ფონდი „სოხუმი" გოგონათა და ქალთა მხარდაჭერისათვის, როგორია საზოგადოების დამოკიდებულება ძალადობის მიმართ, რა უფრო მნიშვნელოვანია - ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა თუ ძალადობის პრევენცია, რა მეთოდებს იყენებს ფონდი „სოხუმი" საზოგადოების ინფორმირებისათვის?
ამ და სხვა მრავალი შეკითხვის პასუხს იპოვის მკითხველი ჟურნალ „ქალთა ხმის" ახალ, მეოთხე ნომერში.
ასე ილუსტრირებული ჯერ არ ყოფილა ჟურნალი „ქალთა ხმა". ეს გასაგებიცაა, მასში არის წერილები ახალგაზრდების შეხვედრაზე ლიდერ ქალებთან - რა თქმა უნდა, შესაბამისი ფოტოილუსტრაციით.
აქ არის ლიდერ გოგონათა სკოლის 12 მონაწილის პორტრეტიც და კიდევ მრავალი სხვა რამ, რასაც ფოტოებიც ახლავს: შეხვედრები ახალგაზრდულ კლუბში „აფხაზეთი - მინდა ყველაფერი ვიცოდე", ტრენინგი ახალციხეში, ტრენინგი ბათუმში, ახალგაზრდული ქსელის შეხვედრა კუნძულ ბიუკადაზე, 100 ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტი ქალის შეხვედრა მონტენეგროში...
ასე, რომ მკითხველს მრავალი საინტერესო ინფორმაცია ელოდება ჟურნალის ახალი ნომრიდან...
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
მკითხველებისადმი ამ მიმართვით იწყება ჟურნალის ახალი, მესამე ნომერი. და მის 24 გვერდზე საუბარია ამომრჩეველ ქალთა კლუბების მუშაობაზე არჩევნებში ქალთა მეტი მონაწილეობის მიზნით, სოციოლოგიურ გამოკვლევებზე, მასშტაბურ აქციაზე სლოგანით „თანასწორობა - ქვეყნის სიძლიერე!"
დეპუტატთაგან ოთხი ქალბატონი - ნაზიბროლა ქობულაძე, ირინა საჯაია, მანანა შულაია და დარეჯან ცხვიტარია ფონდი „სოხუმის" კლუბების აქტიური წევრები არიან. ჟურნალი მათ პორტრეტებსაცსთავაზობს მკითხველებს.
ჟურნალი ულოცავს ყველა ქალს, რომელმაც უთანასწორო ბრძოლაში მოიპოვა გამარჯვება. თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ვერც ამ არჩევნებმა შეცვალა გენდერული სურათი საქართველოში.
ჟურნალ „ქალთა ხმის"ახალი ნომერი ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ფონდი „სოხუმის" მუშაობა ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით.
შეხვედრები ფსიქოლოგთან, შეხვედრები ექიმ-გინეკოლოგებთან, ფორუმ-თეატრის მოგზაურობა, რადიოგადაცემა, დებატები მიგრაციის თემაზე, ვორკშოპები გოგონებთან გენდერული თანასწორობისა და ფემინიზმის თემაზე, ტრენინგი თემაზე „ოჯახში ძალადობის პრევენცია", მრგვალი მაგიდა ნარკომანიის თემაზე, იურისტის გაკვეთილი სკოლის მოსწავლეებთან, ახალი ბროშურის გამოცემა „ოჯახში ძალადობის პრევენცია", საინტერესო ისტორიები და ჩანახატები ქალების შესახებ...
ყოველივე ეს ასახულია ჟურნალის ახალ ნომერში.
მასალების მიხედვით განსაკუთრებით თვალშისაცემია ფონდი „სოხუმის" საქმიანობის მასშტაბი - ქუთაისი, ხონი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ფოთი, წყალტუბო და აფხაზეთის საზღვართან მდებარე, ზუგდიდის რაიონის სოფელიხურჩა, სადაც ახლახან გაიხსნა ქალთა მხარდაჭერის ცენტრი...
მკითხველი, რომელიც ყოველთვის მოუთმენლად ელოდება ჟურნალის გამოსვლას, კვლავაც ინტერესით გაეცნობა „ქალთა ხმის" მესამე ნომერს.