7 – 25 მაისს, SIDA-ს საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში თემაზე: რეზოლუცია 1325 - „ ქალი, მშვიდობა და უსაფრთხოება".
ტრენინგზე წარმოდგენილი იყო კონფლიქტით დაზარალებული ქვეყნები: ლიბერია, სამხრეთ სუდანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, კოლუმბია და საქართველო. 26 მონაწილეს შორის წარმოდგენილი იყო ფონდი „სოხუმის" წარმომადგენელი მირანდა გვანცელაძე.
Indevelop-ისა და Kvinna till Kvinna-ს ერთობლივი ღონისძიება, რომელშიც ჩართულები იყვნენ „ქალი, მშვიდობა და უსაფრთხოება" სფეროში მოღვაწე მეცნიერები და პრაქტიკოსები, სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნულ პერსპექტივებს აერთიანებდა და მონაწილეებს შორის გამოცდილების გაზიარებაზე იყო ორიენტირებული.
თეორიული საკითხები: რეზოლუცია 1325-ის განხორციელების მნიშვნელობა, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, ადამიანის უფლებები და გენდერული სამართალი, გენდერული ძალადობა (გამოცდილება შვედეთის პოლიციიდან), ადვოკატირება, სოციალური მედია და ა.შ.
საინტერესო იყო პროექტის მენეჯმენტზე მუშაობა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ შეემუშავებინათ რეზოლუცია 1325-თან დაკავშირებული საკუთარი პროექტი, რომელსაც განავითარებენ ტრენინგის შემდგომ პერიოდში და მიღებულ შედეგებს ნოემბერში, კოლუმბიაში დაგეგმილ ერთობლივ შეხვედრაზე წარადგენენ.
და ბოლოს, ტრენინგის განსაკუთრებული მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე, ეროვნული და საერთაშორისო ქსელების ჩამოყალიბებას გაეროს რეზოლუცია 1325-ზე და ახალი მეთოდების შემუშავებას რეზოლუციის პრაქტიკაში განსახორციელებლად. |