|
ქალებს ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავი საქმის კეთება უწევთ, რაც მათ მორალურად თუ ფიზიკურად ძალიან ამძიმებთ. შეხვედრებზე მოსული ქალები, ცდილობენ ფსიქოლოგთან გულღიად ისაუბრონ, დაგროვილ კითხვებზე პასუხები იპოვონ, პრობლემებიდან გამოსავალს ეძიებენ.
„ადამიანებს სხვების უარყოფით მხარეებზე ყურადღების გამახვილება უყვართ, საკუთარ თავზე ლაპარაკი კი - არა. რას აძლევს ადამიანებს სხვების ცხოვრებაში ქექვა? რატომ დუმან ადამიანები საკუთარ თავზე? თითოეულმა ადამიანმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას შეკითხვა, რა სურს, რისკენ მიისწრაფვის, რა გზას ირჩევს ცხოვრებაში. რაც შეეხება სხვებს, უნდა შევეცადოთ, რომ მათ გავუგოთ და ისეთები მივიღოთ, როგორებიც არიან ", - ურჩევს ფსიქოლოგი შეხვედრაზე მოსულ ქალებს..
ქუთაისის აფხაზეთიდან დევნილებით ჩასახლებულ ცენტრებში ფსიქოლოგმა 8 ჯგუფური შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრებს 17-დან 63 - წლამდე ასაკის 93 ქალი ესწრებოდა.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |