შაბათი, 27.04.2024, 02:42
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » ფსიქოლოგის კონსულტაციები წყალტუბოს, ხონისა და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში
13:06
ფსიქოლოგის კონსულტაციები წყალტუბოს, ხონისა და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში

წყალტუბოს, ხონისა და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაციები 27 ბენეფიციარისთვის. შეხვედრებზე საუბარი წარიმართა  წყვილთა შორის კრიზისსა და რისკ-ფაქტორებზე. თემა ქალბატონებისათვის საინტერესო და ცხოვრებისეულ პრაქტიკაში გამოსადეგი აღმოჩნდა. ისინი დიდი ინტერესით ჩაერთნენ დისკუსიაში, მოიყვანეს მაგალითები პირადი ურთიერთობებიდან.

გარდა ამისა, ინდივიდუალური კონსულტაცია ჩაუტარდა 2 ბავშვსა და 3 ქალბატონს, რაც მათთვის ფსიქოლოგიური სეანსების ციკლს მოითხოვს. ინდივიდუალური შეხვედრების აუცილებლობა გამოიწვია რთული ქცევის ბავშვებთან დაკავშირებულმა  პრობლემამ.

რაც შეეხება ქალბატონებს, მათთან ინდივიდუალური შეხვედრების მიზეზი სხვადასხვა ცხოვრებისეულ ტრავმაზე აღმოცენებული დეპრესიის განვითარებაა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 702 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0