მთავარი »
2014 » სექტემბერი » 22 » „მშვიდობის გაკვეთილები“ – 6 ქალაქში
20:13 „მშვიდობის გაკვეთილები“ – 6 ქალაქში |
|
ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული ქსელის მიერ ინიცირებული ე. წ. „მშვიდობის გაკვეთილები“ ექვსივე ქალაქში ჩატარდა. აქცია მშვიდობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. მე-9-მე-11 კლასის მოსწავლეებმა გაიხსენეს ჩვენი ქვეყნის ახლო ისტორია, რომელიც დიდ ტკივილად რჩება თითოეული ქართველისათვის. ლიდერების მიზანი იყო, ახალგაზრდებისათვის ეჩვენებინათ, რომ მშვიდობა იწყება სიყვარულით, „ახალმა თაობამ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯები, რაც მშვიდობიან და ჰუმანურ საზოგადოებამდე მიგვიყვანს“. მოსწავლეების და მასწავლებლების თქმით, ასეთი სახით მოზარდებთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მათ გააცნობიერონ მშვიდობის არსი და გახდნენ მშვიდობისმყოფელნი. ახალგაზრდული ქსელი მომავალშიც გააგრძელებს ამ კუთხით მუშაობას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|
|
კატეგორია: აქციები |
ნანახია: 724 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |