მთავარი »
2014 » სექტემბერი » 24 » მობილიზატორთა ქსელური შეხვედრა ქუთაისში
21:50 მობილიზატორთა ქსელური შეხვედრა ქუთაისში |
|
ქუთაისში ქსელურ შეხვედრაზე მობილიზატორებმა წარმოადგინეს ქალთა მხარდაჭერისა და კოლექტიურ ცენტრებში სექტემბრის თვეში ჩატარებული მუშაობის ანგარიში. ისაუბრეს ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მიერ მშვიდობის საერთაშორისო დღის - 21 სექტემბრის აღნიშვნის შესახებ.
პროექტის ასისტენტებმა მობილიზატორებს მიაწოდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემის შესახებ გავრცელებული განცხადება: „ყველა დევნილმა უნდა დაიკანონოს ის საცხოვრებელი ფართი, რომელშიც ამჟამად ცხოვრობს კანონიერად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, მაშინ როცა სახელწიფოს ან კერძო საკუთრებაში არის ფართები, არ იციან, რა ნაბიჯი გადადგან და მუდმივად არიან გაურკვევლობის განცდაში. ეს გაურკვევლობის განცდა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|
|
კატეგორია: შეხვედრები |
ნანახია: 673 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |