მთავარი »
2014 » სექტემბერი » 11 » მეათე სხდომა - ქუთაისის საკრებულოში
10:00 მეათე სხდომა - ქუთაისის საკრებულოში |
|
11 სექტემბერს ქუთაისის საკრებულოში გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მეათე სხდომა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ქუთაისის, სენაკისა და ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრთათვის დაგეგმილი ტრენინგის შესახებ.
კვლავ აქტიური მსჯელობა მოჰყვა ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევის ანალიზის შედეგად შემუშავებული წინადადებებისა და რეკომენდაციების განხილვას.
საბჭოს წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს,რომ საკრებულოს წევრებმა და ექსპერტმა თვითმმართველობის საკითხებში განიხილონ რეკომენდაციები, რათა გამოიკვეთოს პრიორიტეტები, გამოირიცხოს წინადადებები, რომლებიც არ შედის საკრებულოს ფუნქციაში და შემუშავდეს რეკომენდაციების პაკეტის საბოლოო ვერსია.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|
|
კატეგორია: შეხვედრები |
ნანახია: 821 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |