კვირა, 24.11.2024, 04:56
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » მარტი » 21 » მე უნდა ვიყო ტოლერანტი
20:45
მე უნდა ვიყო ტოლერანტი

„ნუ მოექცევი სხვას ისე, როგორც არ გინდა, შენ მოგექცნენ...“

ამ ფრაზის გათვალისწინებით ფონდმა „სოხუმმა“ ჩაატარა ვორკშოპი ქუთაისის #11 საჯარო სკოლის მასწავლებლებისა და მაღალკლასელებისთვის. შეხვედრა დაძაბულად მიმდინარეობდა. მასწავლებლები ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ, რომ ტოლერანტობის პრობლემა ჩვენში არ დგას, რადგან სტუმართმოყვარე ერი ვართ და ეთნიკურ თუ რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტები იშვიათი მოვლენაა.

მოსწავლეებმა სცადეს მათი მოსაზრების „დანგრევა“,  რამდენიმე მაგალითი მოიყვანეს და აღმოჩნდა, რომ სკოლა არაფერს შვება იმისათვის, რომ მოსწავლეები ტოლერანტულ გარემოში აღზარდოს.

მწვრთნელები განიხილავდნენ ძალადობის ფაქტებს - ამან ნათელი გახადა პრობლემის არსებობა. თუმცა მასწავლებლები საგანმანათლებლო სისტემას ადანაშაულებენ იმაში, რომ, გაკვეთილის პარალელურად, ტოლერანტობაზე საუბარს  ვერ ასწრებენ  და ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას.

მოსწავლეებს ვორკშოპი ძალიან მოეწონათ და გვთხოვეს, რომ ამ შეხვედრებს ერთჯერადი სახე არ ჰქონდეს. 

 

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 733 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0