ხუთშაბათი, 18.04.2024, 16:08
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 26 » ლიდერ გოგონათა სკოლა მორიგ ტრენინგზე
22:52
ლიდერ გოგონათა სკოლა მორიგ ტრენინგზე

ლიდერ გოგონათა სკოლის წევრები მორიგ ტრენინგზე ქუთაისში, ფონდ „სოხუმში" შეიკრიბნენ. პირველი დღე საშინაო დავალების პრეზენტაციას დაეთმო. დავალების მიხედვით, თითოეულმა მონაწილემ ვორკშოპი ჩაატარა ქუთაისი, წყალტუბოში, ხონი, სენაკი, ფოთსა და ხურჩაში.

- პრობლემები, მიღწევები, შედეგები, გავლენა - ამ შეკითხვების პასუხები გოგონებმა ნახატებით დააფიქსირეს. პრეზენტაციას თან ახლდა ფონდ „სოხუმი" ფსიქოლოგის კომენტარები. მონაწილეები ძირითად მიღწევად თვლიან ახალგაზრდების ინფორმირებას და მათ მოტივაციას, უფრო მეტად გახდნენ აქტიურები.

პროდუქტიული იყო ტრენინგის მომდევნო დღეები. მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას, როგორ იგეგმება საზოგადოებრივი კამპანიები. თეორიულ ნაწილს პაქტიკული გაგრძელება ჰქონდა. ლიდერთა სკოლის წევრებმა კამპანიის ეფექტურად დაგეგმვის სტრატეგია შეიმუშავეს და ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებები დაგეგმეს.

ტრენინგმა კიდევ უფრო დაამეგობრა მონაწილენი.  ფონდმა „სოხუმმა"  მათთვის მოაწყო ექსკურსია  გელათში - ზოგისთვის ეს პირველი მიახლება იყო უძველეს ტაძართან.

ლიდეთა სკოლის წევრებმა ტრენინგის ბოლოს განაცხადეს, რომ ბევრი მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაციმიიღეს და აქტიურად ჩაერთვებიან 16-დღიან კამპანიაში, რომელშიც ფონდი „სოხუმი" 10 წელზე მეტია, ტრადიციულად მონაწილეობს.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 736 | დაამატა: admin | ტეგები: KTK | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0