-ფონდ „სოხუმში" მოსვლით თითქოს სიცოცხლე მემატება, - ნელი ჭანტურია.
-აქაურობამ ბევრი მეგობარი და ახალი უნარ-ჩვევები შემძინა, - დალილა თამაზოღლი.
- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი ფონდ „სოხუმში" დაიწყო. მიხარია, როცა ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრაზე მეძახიან,
- ფატიმა დვალიშვილი.
ასე ამბობდნენ ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები განვლილი წლებისა და მუშაობის შეფასებისას.
კლუბი ამჯერად ახალი
პროექტის („გენდერული საბჭოები - ახალი ინსტიტუციონალური
მოდელი გენდერული ცვლილებებისათვის რეგიონებში") ფარგლებში განაგრძობს მუშაობას.
პირველმა შეხვედრამ
წარმატებით ჩაიარა. კლუბს ესწრებოდნენ სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ქალები, მათ
შორის ერთი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი.
კლუბის წევრები ისევ იმუშავებენ მოსახლეობის
პრობლემების ადვოკატირების კუთხით, მოიზიდავენ ახალ წევრებს, მხარს დაუჭერენ ქალთა
წარმომადგენლობის გაზრდას პოლიტიკაში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის
ფონდის მხარდაჭერით |