მთავარი » 2012»მაისი»30 » ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ფსიქოლოგის შეხვედრები დევნილებთან
11:03
ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ფსიქოლოგის შეხვედრები დევნილებთან
მაისში ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო,სენაკი, ფოთი, ხურჩა) აფხაზეთიდან დევნილებთან6 შეხვედრა ჩატარდა. ფსიქოლოგის დევნილებთან საუბრების თემა და მიზანი ქალების ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგროვილმა პრობლემებმა განსაზღვრა:ქალის ძირითადი როლი ცხოვრებაში (რა სახის როლებისთამაში უწევს მასსინამდვილეში);
„ქალს თავისი ცხოვრების მანძილზე უამრავი როლის მორგება უწევს. ჩვენი შეხვედრების მიზანია, დავეხმაროთ ქალებს თავიანთი ცხოვრებისეული როლების სწორად წარმართვაში. თუ ფსიქოლოგთან შეხვედრის შემდეგ თუნდაც ერთი მონაწილის ყოველდღიური ცხოვრება მცირედით მაინც შეიცვლება უკეთესობისკენ - ჩავთვლით, რომ მიზანი მიღწეულია," - ამბობს ფსიქოლოგი.
შეხვედრებს ესწრებოდა 16-დან 67-წლამდე ასაკის 102 დევნილი ქალბატონი.