შაბათი, 24.08.2019, 01:00
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 30 » ქალებმა თვითონ ითხოვეს საუბარი ჭორებზე
00:50
ქალებმა თვითონ ითხოვეს საუბარი ჭორებზე

ჭორი დაუდასტურებელი ინფორმაციაა. მისი წყარო უცნობია, მაგრამ სწრაფად კი ვრცელდება. ფსიქოლოგებს შემჩნეული აქვთ, რომ  ის ადამიანები ჭორაობენ, რომლებსაც ახლობლების ყურადღება აკლიათ.

პრაქტიკა უჩვენებს, რომ ჭორის მოყვარული ადამიანები კონფლიქტურებიც არიან.

რა თქმა უნდა, შეიძლება თავი დავიმშვიდოთ ხალხური სიბრძნით: „თქვენ ჩემ ზურგსუკან თუ ლაპარაკობთ, ესე იგი მე წინა ვარ", მაგრამ...

ქალებმა თვითონ ითხოვეს, სხვა მრავალ საკითხთან ერთად შეხვედრებზე ჭორებისთვისაც დაეთმოთ დრო. სათქმელი ბევრი ჰქონდათ... ბევრმა ჩაიხედა სულში, ბევრიც ცხოვრების სტილის შეცვლაზე დაფიქრდა...

მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ჭორების ნეგატიური შედეგები: ჭორები ანადგურებს ნდობას. ჭორები ართულებს სიტუაციას. ჭორები აუფასურებს ურთიერთობებს. ჭორები – კონფლიქტის გამოწვევაა...

  • შეხვედრების დროს მიღებული რჩევები კი დროული იყო: მანამ შეებრძოლეთ ჭორებს, სანამ გაიგონებდეთ. სხვის ხარჯზე ნუ ეცდებით თვითდამკვიდრებას. უფრო კეთილები იყავით...

 

ოქტომბერში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში ჩატარდა 8 ჯგუფური შეხვედრა ფსიქოლოგთან - მონაწილეობდა 18-დან 60 წლამდე ასაკის 69 ქალი.

ხურჩის, სენაკის, ქუთაისის, ფოთის, წყალტუბოსა და ხონის ქალთა მხარდაჭერის  ცენტრებში კი  თითო ჯგუფური შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა თაობის ქალებთან.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია  

Brot für die Welt – Evangelischer Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 525 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 130
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0