კვირა, 24.11.2024, 09:07
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » კონსულტაციები

ფონდისოხუმის" ექვსივე ცენტრში ჩატარდა იურიდიული კონსულტაცია.

ქუთაისი ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გამართულ საკონსულტაციო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შრომის კოდექსის კანონპროექტზე და შრომით უფლებებზე.

წყალტუბო ცენტრში შეკრებილებმა იურისტთან ახალ ID ბარათებზე ისაუბრეს. ბენეფიციარებს აღმოაჩნდათ რეგისტრაცია თუ ქორწინების პრობლემები.

ხონში გამართულ შეხვედრაზე, ძირითადად,  ბავშვთა უფლებებით დაინტერესდნენ.

ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში საუბრს ძირითადი თემა იყო მეურვეობის, განქორწინებისა და ალიმენტის საკითხები.

სენაკის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხ ფიზიკური და იურიდიული პირის უფლება-მოვალეობები. ხურჩაში კი ქალთა მემკვიდრეობით უფლებებზე გაკეთდა აქცენტ.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში იურიდიულ კონსულტაციებით სხვადასხვა ასაკისა და განათლების მქონე ადამიანები ინტერესდებ. შეკრებილთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ კონსულტაციებ მათთვის მნიშვნელოვანია, რადგან ამ შეხვედრებიდან სწავლობენ, როგორ იმოქმედონ საჭიროების დროს, რის საშუალებას აძლევს მათ მოქმედი  კანონმდებლობა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 944 | დაამატა: admin | თარიღი: 28.06.2013

რა არის „ქალური ბედნიერება", რაში იმალება მისი საიდუმლოება, როგორ გავაბედნიეროთ საყვარელი ადამიანი, როგორ შევქმნათ ჰარმონია ოჯახში...

ამაზე ყველა ფიქრობს და ყველას თავისი „რეცეპტი" აქვს, მაგრამ როცა შეხვედრის მონაწილეები ერთად იწყებენ ფიქრს და ერთად მსჯელობენ - ბედნიერების ერთგვარი უნივერსალური ფორმულა იქმნება...

ეს ერთი იმ თემათაგანია, რომელსაც ფსიქოლოგთან ერთად განიხილავენ წყალტუბოს, სენაკის, ხურჩის, ქუთაისის, ფოთისა და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრებზე იკვეთება სხვადასხვა ასაკის ქალების კონტრასტული დამოკიდებულება - ახალგაზრდებს არ მოსწონთ დედების მდგომარეობა, ისინი უკეთ გრძნობენ გენდერული თანასწორობის ნაყოფს, ოჯახური ჰარმონიისკენ ისწრაფვიან, უნდათ - დედებზე ბედნიერები იყვნენ...

ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგებმა ექვს ცენტრში ივნისის განმავლობაში ჩაატარეს 6 ჯგუფური შეხვედრა და ინდივიდუალური კონსულტაციები, მონაწილეთა კონკრეტული პრობლემების შესაბამისად.

ამას გარდა, ქუთაისის დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში 89 ქალის მონაწილეობით გაიმართა 8 ჯგუფური შეხვედრა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 805 | დაამატა: admin | თარიღი: 27.06.2013


იანვრის თვეში ფონდი „სოხუმის" იურისტი ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში დევნილ ქალებს შეხვდა. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია მოქმედი კანონმდებლობის თანახმად რას ითვალისწინებს საოჯახო სამართალი (ქორწინება).

ხონში ძირითადად ახალგაზრდები შეიკრიბნენ. ისაუბრეს ნაადრევი ქორწინების უარყოფით და დადებით მხარეებზე, მოსალოდნელ რისკებზე.

ინტერესით მოისმინეს იურისტის კონსულტაცია - იურიდიულად რას ნიშნავს განქორწინება და რა პროცედურებს გულისხმობს.

ქუთაისში შეკრებილი აუდიტორია განსაკუთრებით განსახლების საკითხით დაინტერესდა. აღინიშნა, რომ არ ფლობენ ინფორმაციას რა შეიცვალა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დევნილთა სტრატეგიაში.

 წყალტუბოს მხარდაჭერის ცენტრში ინდივიდუალური კონსულტაცია გაეწია ქალბატონს, რომელიც დაინტერესებულია არასრულწლოვანი შვილებისათვის  ალიმენტის დანიშვნის საკითხით.

მონაწილეებმა სამივე შეხვედრაზე დააფიქსირეს, რომ იურიდიულ კონსულტაციები ეხმარება მათ  პრობლემების სამართლებრივი გზით გადაჭრაში.

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

 


კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 821 | დაამატა: moderatori | თარიღი: 22.01.2013

 ქუთაისში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გამართულ საკონსულტაციო შეხვედრაზე შეკრებილთა მოთხოვნით ყურადღება გამახვილდა მშობლის უფლებების ჩამორთმევაზე. მათ მიეწოდათ ინფორმაცია, როგორ რეაგირებს კანონი აღნიშნულ შემთხვევაში. შეიძლება თუ არა ალიმენტის გადახდა დაევალოს დედას, რომელმაც უარი განაცხადა შვილების აღზრდაზე, მოვლასა და პატრონობაზე.

წყალტუბოში ჩატარებულ საკონსულტაციო შეხვედრაზე კონკრეტული საკითხები არ დასმულა, მონაწილეებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლებიც ახალი ბინების დაკანონების შემდეგ წარმოიშვა. საკითხი ეხებოდა ფართის უკმარისობას, უხარისხო რემონტს და სხვა.   

ხონში გამართულ შეხვედრაზე, მონაწილეები დაინტერესდნენ, რამდენად არის შესაძლებელი გვარის გამოცვლა. იურისტის განმარტებით, სახელის და გვარის გამოცვლა საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულია და ის სასამართლოს პრეროგატივაა.

ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელიც მეუღლისგან განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ინდივიდუალურად მიიღო კონსულტაციები. მას მიეწოდა ინფორმაცია კანონით მინიჭებულ უფლებებზე.

შეკრებილთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ იურისტის კონსულტაციებს მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ შეხვედრებიდან სწავლობენ, როგორ იმოქმედონ საჭიროების დროს, რის საშუალებას აძლევს მათ მოქმედი  კანონმდებლობა.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 990 | დაამატა: admin | თარიღი: 26.10.2012

 ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ფოთი, ხურჩა)   დევნილ მოსახლეობასთან იურისტების შეხვედრების თემა იყო -  საოჯახო სამართალი, კერძოდ: ქორწინება და მისი ასაკი; განქორწინება და მისი სამართლებრივი გზები; ალიმენტი და მისი ოდენობის განსაზღვრა;  აგრეთვე - დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართის დაკანონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები.  

 

 შეხვედრებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ აღნიშნული თემები დევნილებისთვის აქტუალურია. განსაკუთრებული აქცენტი  საქორწინო ასაკსა (18 წელი) და ამ მხრივ, კანონით დაშვებულ გამონაკლისზე ( მშობლების წერილობითი თანხმობა არასრულწლოვანის ქორწინებაზე) გაკეთდა.

კონსულტაციებზე ითქვა, რომ ხშირად დევნილებში განქორწინება დამატებითი ფართის მიღების საშუალებად აღიქმება. დევნილებს განემარტათ, რომ  საკითხისადმი ასეთი მიდგომა მიზანშეწონილი არ არის.

კონსულტაციებზე, ასევე, დაკმაყოფილდა დევნილების ინტერესი საცხოვრებელ ფართებსა და ბინის ორდერებთან დაკავშირებით.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში იურიდიულ კონსულტაციებით სხვადასხვა ასაკისა და განათლების მქონე დევნილი თუ ადგილობრივი მოსახლეობა ინტერესდება (მათ შორის არიან სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები ).

მაისში, აღნიშნულ ცენტრებში 6 იურიდიული კონსულტაცია ჩატარდა.

  

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 1046 | დაამატა: admin | თარიღი: 30.05.2012

აპრილში ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთისა და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა შეხვედრები იურისტებთან. შეხვედრების  თემა სხვადასხვა იყო - დევნილთა განსახლების პრობლემები და მისი თანამდევი მოვლენები; განქორწინება და ალიმენტი; სუიციდი მოზარდებში. შეხვედრების მიზანი -  დევნილებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება; მძიმე ყოველდღიურობით გამოწვეული პრობლემების მოგვარება.   

ქალთა მხარდაჭერის ცენტრის იურისტების დახმარებით დევნილ მოსახლეობას სხვადასხვა სახის პრობლემა მოუგვარდა (წყალტუბოს სანატორიუმ „მეტალურგში"  ჩასახლებულ დევნილებს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდათ. იურისტის დახმარებით, პრობლემის მოგვარების პროცესში ჩაერთო სანატორიმის დირექტორი, რომელმაც სათანადო ორგანოებს მიმართა. პრობლემა გადაჭრილია).

ხურჩის ცენტრის შეხვედრაზე მოზარდებს შორის სუიციდის საკითხი დაისვა. ითქვა, რომ  აღნიშნული თემა მსჯელობის საგანი შემთხვევით არ გამხდარა. კონფლიქტის ზონაში, ასევე მახლობელ სოფლებში, მოზარდებს შორის თვითმკვლელობის ფაქტებმა იმატა, რაც ადგილობრივ მცხოვრებთა სამართლიან შეშფოთებას იწვევს.

 დევნილებმა გამოთქვეს აზრი, რომ ამ კუთხით მოზარდების მშობლებმა და ფსიქოლოგებმა განსაკუთრებულად უნდა იმუშაონ.

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 849 | დაამატა: admin | თარიღი: 30.04.2012

აპრილში ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთისა და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ფსიქოლოგთან თითო შეხვედრა ჩატარდა.  შეხვედრებს  19-დან 58-წლამდე ასაკის ქალბატონები ესწრებოდნენ.

შეხვედრების თემა - „ახლობლის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი და მასთან გამკლავება".

ომგამოვლილ ადამიანებს ძალიან დიდი დრო სჭირდებათ ფსიქორეაბილიტაციისთვის.

 ფსიქოლოგთან შეხვედრებზე ხშირად ისმის შეკითხვები იმაზე, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ადამიანები ახლობლის დაკარგვით გამოწვეულ სტრესს.

„მახლობლის დაკარგვა ძალიან მტკივნეული მომენტია. ხშირად გვხვდებიან ადამიანები, რომლებსაც მომხდარზე შესაბამისი რეაგირება უჭირთ.  სამწუხაროდ, ამ ფაქტს ვერ გავექცევით. ტრაგიკული მოვლენები და მძიმე განსაცდელი ადამიანის სულში ღრმა კვალს ტოვებს. ცხოვრებისეული ცვლილებების ცნობილ ჰოლმს-რეიხისეულ შკალაში, ახლობლების დაკარგვასთან დაკავშირებულ მოვლენებს  სტრესოგენულობის ხარისხით ლიდერული პოზიცია უჭირავს. სტრესული მდგომარეობის დაძლევაში, ფსიქოლოგის კონსულტაციებთან ერთად, ჯანსაღ საოჯახო გარემოს ენიჭება დიდი მნიშვნელობა". - განმარტავს ფსიქოლოგი.    

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 815 | დაამატა: admin | თარიღი: 30.04.2012

« 1 2 ... 9 10 11 12 13 ... 16 17 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0