კვირა, 24.11.2024, 00:25
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » კონსულტაციები

21, 23, 27 იანვარს ფოთის, წყალტუბოსა და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაცია (დამსწრეთა რაოდენობა - 22).

ფოთსა და წყალტუბოში შეხვედრის თემა იყო: თვითშეფასება, რაც მოიცავდა ტესტირებასა და მინილექციას, კონკრეტული პრობლემების და მაგალითების განხილვას.

ხონში ფსიქოლოგი შეხვდა ძალადობის მსხვერპლ ახალგაზრდა ქალბატონს, რომელსაც გაეწია კონსულტაცია. დაიგეგმა მომავალი შეხვედრები და შეხვედრა იურისტთან კონსულტაციისა და დახმარების მისაღებად.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 701 | დაამატა: admin | თარიღი: 27.01.2015

 

თვითშეფასება - ეს არის მოსაზრება საკუთარ თავზე. თუ ადამიანზე ამბობენ, რომ მას დაბალი თვითშეფასება აქვს, ესე იგი თავს წარუმატებლად მიიჩნევს. თვითშეფასება იმას ჰგავს, სარკეში რომ ჩაიხედავ და შენი თავით კმაყოფილი დარჩები. მაგრამ ეს სულაც არ არის ასე. თვითშეფასება იმისთვისაა საჭირო, რომ უკეთ ვიცოდეთ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები. ამის შემდეგ შევძლებთ ჩვენი რესურსებისა და შესაძლებლობების განაწილებას. დაბალი თვითშეფასება არასწორი გათვლების შედეგია, მაღალი თვითშეფასება კი - სწორი გათვლების. როცა საკუთარ თავს შეიყვარებთ და დააფასებთ, უფრო ადვილად დაინახავთ და შეიყვარებთ სიკეთეს სხვებში.

სენაკში, ქუთაისსა და ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგთან შეხვედრებს ესწრებოდა 37 ქალბატონი 22-დან 65 წლამდე. ყველამ შეავსო თვითშეფასების ტესტი და კმაყოფილი დარჩა. ეს დაეხმარა მათ ადეკვატურ თვითშეფასებაში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 763 | დაამატა: admin | თარიღი: 26.01.2015

წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის იურისტი შეხვდა სასტუმრო „მედეას“ კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილებს. იურიდიული საინფორმაციო შეხვედრაზე განხილულ იქნა თემა „კანონი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ  და საკანონდებლო ინიციატივები“.

შეხვედრის თემამ დააინტერესა მონაწილეები. დაისვა ბევრი შეკითხვა, რომელზეც იურისტმა ამომწურავი პასუხი გასცა.

შეხვედრაზე შეკრებილებმა მიიღეს ინფორმაცია დევნილთა განსახლების საკითხებზეც, რაც ამ ეტაპზე მეტად აქტუალურია.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 717 | დაამატა: admin | თარიღი: 21.01.2015

ფონდი „სოხუმის“ იურისტი შეხვდა სენაკის საჯარო ბიბლიოთეკის მომუშავე პერსონალს. გამოიკვეთა სხვადასხვა სახის პრობლემები - მოშლილი სველი წერტილი, მწყობრიდან გამოსული საკანალიზაციო მილები. ამის თაობაზე იციან კულტურის სამსახურში, რომელიც საკითხს სვამს კომპეტენტური ორგანოების წინაშე, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი რეაგირება არ არის.

შეხვედრის შემდეგ იურისტმა პრობლემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა გენდერულ საკონსულტაციო საბჭოს, რომლის სხდომაც ტარდებოდა მუნიციპალიტეტში. გადაწყდა, რომ ჩატარდება რიგგარეშე სხდომა და სხვა პრობლემებთან ერთად ხელს შეუწყობენ ბიბლიოთეკის პრობლემების მოგვარებასაც.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 701 | დაამატა: admin | თარიღი: 21.01.2015

 

დეკემბერში იურისტმა ქუთაისში ჩაატარა 6 საინფორმაციო შეხვედრა  დევნილებთან. თემები: ადამიანის უფლება - დემოკრატიზაციის ძირეული ფასეულობა, შშმ პირთა უფლებები.  16 აქტიურ დღესთან დაკავშირებით დამატებით გამართულ შეხვედრებზე მთავარი თემა იყო „საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“; „მოსწავლეების უფლებები და ვალდებულებები“.

შეხვედრებს  ესწრებოდა 91 მოქალაქე.  

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 776 | დაამატა: admin | თარიღი: 25.12.2014

 

დეკემბერში ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში ჩატარდა 8 ჯგუფური და 4 ინდივიდუალური შეხვედრა ფსიქოლოგთან. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 20-დან 63 წლამდე ასაკის 91 ქალმა.

საუბრების თემა - სამყარო ძალადობის გარეშე. ჯანსაღი ურთიერთობები - მოქნილი ურთიერთობები.

ფსიქოლოგის სიტყვებით, ადამიანური კომუნიკაცია, ჯანსაღი ოჯახური ურთიერთობების აგება რთული და შრომატევადი პროცესია. ჰარმონია - ეს უმაღლესი წესრიგია. წესრიგი კი  ადამიანის შინაგანი სამყაროს წონასწორობაა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 872 | დაამატა: admin | თარიღი: 23.12.2014

 

სენაკის, ქუთაისისა და ხურჩის (ზუგდიდი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა ჩაატარა საუბრები თემებზე „სამყარო ძალადობის გარეშე“ და „ჯანსაღი ურთიერთობები“.

ფსიქოლოგი გვთავაზობს, გავიხსენოთ როგორია ჯანსაღი ურთიერთობები:

  1. თქვენ ავსებთ ერთმანეთს.
  2. თქვენ კამათობთ.
  3. თქვენ ყველაფერში მხარს უჭერთ ერთმანეთს.
  4. თქვენ აღარ მალავთ თქვენს ნაკლს.
  5. საყვარელი ადამიანის გვერდით თქვენ კომფორტულად გრძნობთ თავს.
  6. თქვენ პატივს სცემთ ერთმანეთის პირად ცხოვრებას.
  7. თქვენ ენდობით ერთმანეთს.
  8. თქვენ არ გაქვთ ტაბუდადებული თემები.
  9. თქვენ ღებულობთ ერთმანეთის წარსულს.
  10. თქვენ ყოველთვის მართლები ხართ ერთმანეთის წინაშე

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 717 | დაამატა: admin | თარიღი: 13.12.2014

« 1 2 3 4 ... 16 17 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 43
სტუმარი: 43
მომხმარებელი: 0