|
მარტში ქუთაისის, წყალტუბოსა და ხონის ქალთა
მხარდაჭერის ცენტრებში დევნილი მოსახლეობისათვის იურიდიულ საკითხებთან
დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები (კონსულტაციები) ჩატარდა. შეხვედრების
მიზანი იყო დევნილებისათვის აქტუალურ საკითხებზე ( ადამიანის უფლებები; ძალადობა
და მისგან დაცვის მექანიზმები; განსახლების პრობლემა - საცხოვრებლის
უფლება, დაუსაბუთებელი გამოსახლებიდან დაცვის უფლება და გარანტიები; უძრავი ქონების რეგისტრაცია და მისი
აუცილებლობა; ალიმენტი და მისი ოდენობის განსაზღვრა; ) კონსულტაციების გაწევა.
განსაკუთრებული ყურადღება დევნილების მიერ
საცხოვრებელი ადგილის არჩევასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ უფლებებზე გამახვილდა.
„ დევნილი მოსახლეობა წლების განმავლობაში ერთ
ადგილზე ცხოვრებას შეეჩვია და საცხოვრებლის კიდევ ერთხელ შეცვლა ძალიან მტკივნეული
პროცესია.
ჩვენთვის
ძალიან მნიშვნელოვანია გვქონდეს ამომწურავი ინფორმაცია ჩვენი უფლებების შესახებ
განსახლების პროცესთან დაკავშირებით, რაშიც ფონდი „სოხუმის" იურისტი გვეხმარება",-ითქვა
შეხვედრებზე.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის
ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
|
|
|
ხონის, წყალტუბოს, ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა 6 ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა ფსიქოლოგთან. შეხვედრებს ესწრებოდნენ 17-დან 55-წლამდე ასაკის აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონები.
შეხვედრების თემა იყო „თანამედროვე ქალი - როგორი უნდა იყოს ის", ხოლო მიზანი - ყოველდღიურობის ტვირთით დამძიმებული ქალების ფსიქოლოგიური კონსულტაციები.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს იმაზე, რომ დღეს ქალი ძალიან დატვირთულია, ხშირად მისთვის შეუფერებელ საქმეს ეჭიდება. მას ხშირად უწევს საკუთარი ძლიერების დამტკიცება; ყოველდღიურობასთან ბრძოლაში ის კარგავს ქალურობას, იძენს მამაკაცურ თვისებებს.
„არ უნდა დავივიწყოთ, რომ ქალი ყველა დროში სინაზის, სიკეთისა და სიყვარულის სიმბოლო იყო. სწორედ ქალებს აქვთ, მამაკაცებისგან განსხვავებით, მეექვსე გრძნობა - ქალური ინტუიცია, რაც მათ დაბრკოლებების გადალახვაში ეხმარება. ქალს უნდა უყვარდეს, პატივს უნდა სცემდეს საკუთარ თავს. ქალებმა უნდა იზრუნონ იმისათვის, რომ ქალურობა არ დაკარგონ", - გვირჩევს ფსიქოლოგი.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
|
|
„გამჯდარი სტერეოტიპებისაგან განდგომისას, ვგრძნობთ დისკომფორტს, წინააღმდეგობას და ხშირად უკან ვბრუნდებით, რისი გაკეთებაც კატეგორიულად მიუღებელია.
პიროვნული უფლებებისადმი უპატივცემლობა ჩვენს ცხოვრებას ათეული წლების განმავლობაში მსჭვალავდა. ამიტომაც, ჩვენ არა მარტო არ ვიცავთ ჩვენს უფლებებს, არამედ, გაუცნობიერებლად, საწინააღმდეგო დებულებებით ვხელმძღვანელობთ, რომლებიც ბავშვობიდან გვაქვს შესისხლხორცებული.
უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეულ ჩვენთაგანს აქვს პირადი უფლებებისა და სივრცის დაცვის უფლება", - გვირჩევს ფსიქოლოგი.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში( ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ფოთი და ხურჩა) ფსიქოლოგთან ჩატარებულ კონსულტაციებს 18-დან 58 წლამდე ასაკის 109 ქალი ესწრებოდა.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
|
|
შეხვედრების მიზანი იყო, დევნილთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება-მათივე უფლებების უკეთ დაცვის მიზნით. დაისვა შეკითხვები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ: დევნილმა პრივატიზაციის პროცესში დაშვებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად რა ზომებს უნდა მიმართოს? საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას, თვალისწინდება თუ არა დევნილთა განსაკუთრებული საჭიროებანი? შესაძლებელია თუ არა შეღავათებით სარგებლობა არასრულწლოვანის გადაუდებელი ოპერაციის დროს? კონსულტაცია ანდერძის გაუქმების წესთან დაკავშირებით და სხვა.
ოქტომბერში ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ფოთი, სენაკი და ხურჩა) ექვსი შეხვედრა ჩატარდა.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
|
|
შეხვედრებს ექიმ-რეპროდუქტოლოგებთან სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის დევნილი ქალბატონები და გოგონები ესწრებოდნენ. ყურადღება გამახვილდა შემდეგ თემებზე: ძუძუთი კვება და მელოგინე ქალის ჰიგიენა მშობიარობის შემდეგ; ფიბრომა; ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და სხვა.
რეპროდუქტოლოგებთან შეხვედრების აუცილებლობას ადასტურებს ის ფაქტიც,რომ მორიგი კონსულტაციის შემდეგ, წყალტუბოს კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილ ქალბატონს მკერდის დროული გამოკვლევა ჩაუტარდა.
ოქტომბერში ქალთა მხარდაჭერის ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთისა და ხურჩის ცენტრებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემებზე ექვსი შეხვედრა ჩატარდა.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
|
|
ფონდი „სოხუმის" იურისტების მიერ ჩატარებულ იურიდიულ კონსულტაციებში მონაწილეთა რიცხვი იზრდება, ჭარბობენ ახალგაზრდები.
შეხვედრებზე განიხილეს პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის დაჩქარებული წესით აღებასთან დაკავშირებულ საკითხები.
მონაწილეებმა კითხვებზე - რა დოკუმენტები უნდა დაერთოს ერთჯერადი სამედიცინო დახმარების მსურველი დევნილის განცხადებას; რა საბუთები უნდა წარადგინოს დევნილმა ქორწინების მოწმობის ხელმეორედ აღებისას-დამაჯერებელი პასუხები მიიღეს.
საუბარი იყო, ასევე, ოჯახური ძალადობის ფაქტებზე. ქალებმა მიიღეს ინფორმაციები დამცავ და შემაკავებელ ორდერზე, მისი გაცემის წესებზე.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
|
|
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ფოთი და ხურჩა) იურიდიული კონსულტაციები გრძელდება. შეხვედრების მონაწილეთა რიცხვი ყოველთვიურად იზრდება. სხვადასხვა იურიდიული საკითხებით დაინტერესებულთა შორის არიან არა მარტო ქალბატონები, არამედ მამაკაცებიც.
აგვისტოს თვეში ჩატარებული იურიდიული კონსულტაციები განსახლების, განქორწინების, მემკვიდრეობისა და სოციალური სუბსიდიების თემებს მოიცავდა.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
| « 1 2 ... 10 11 12 13 14 ... 16 17 » |