კვირა, 24.11.2024, 12:09
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » კონსულტაციები

იურისტის შეხვედრები მარტის დასაწყისში ჩატარდა ქუთაისის დევნილთა 4 კოლექტიურ ცენტრში, სადაც ესწრებოდა 38 ქალი. მთავარი თემები იყო: ოჯახში ძალადობა, საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ, ძალადობის აღკვეთის მექანიზმები, დამცავი და შემაკავებელი ორდერები, ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა, პირის გარდაცვლილად და უგზო-უკვლოდ გამოცხადების ეტაპები და ვადები.

კონსულტაციები გაიცა სამეზობლო ურთიერთობებისა და სასესხო ვალდებულებების  თემებზე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 739 | დაამატა: admin | თარიღი: 16.03.2014

ბავშვთა უფლებები - ამ თემას მიეძღვნა შეხვედრა ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლაში. შეხვედრას ესწრებოდა მეექვსე-მეშვიდე კლასების 19 მოსწავლე. მონაწილეთა ყურადღება გამახვილდა ბავშვის მოვალეობებზე, ძალადობაზე, ალკოჰოლიზმზე. ყველას მიეცა საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება.

 

მოსწავლეებთან შეხვედრა ჩაატარა ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგმაც. თემა „მოზარდთა სოციალიზაცია" საინტერესო აღმოჩნდა მათთვის.

„თავიდან გვეგონა, რომ მოსაწყენი იქნებოდა, მაგრამ დაგვაინტერესა. ასე არავინ გველაპარაკება არც სახლში, არც სკოლაში. ბევრი რამ ახალი გავიგეთ ჩვენს მეგობრებზე, ურთიერთობებზე", - აღნიშნეს ბავშვებმა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 738 | დაამატა: admin | თარიღი: 04.03.2014

თვის განმავლობაში ჩატარდა იურისტის 6 შეხვედრა ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში. შეხვედრები პროდუქტიული იყო - მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებულ კანონზე, ცვლილებებზე, იმ საკითხებზე, რაც თავად აინტერესებდათ.

14 თებერვალს ორი უჩვეულო შეხვედრა გაიმართა №5 და №6 სკოლებში მე–8-მე–11 კლასის მოსწავლეებთან. მათ დავურიგეთ ბუშტები და ფურცლები, რომლებზეც ეწერა, რომ წელიწადში 365 დღე უნდა იყოს სიყვარულის დღე.

ახალგაზრდებმა გვითხრეს:

„ყოველი დღე იმის შეგრძნებით უნდა თენდებოდეს, რომ საყვარელი ადამიანი ასიამოვნო და გააბედნიერო".

„რაც მეტი სიყვარული იქნება ადამიანებს შორის, მით ნაკლები იქნება ძალადობა".

„ყოველი დღე არ უნდა იყოს სიყვარულის დღე, რადგან ყოველდღე ვერ ვაჩუქებ შეყვარებულს საჩუქარს, მაგრამ სიყვარულით ყოველდღე უნდა გიყვარდეს".

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 716 | დაამატა: admin | თარიღი: 28.02.2014

16 ქალბატონის მონაწილეობით ჩატარდა იურიდიული შეხვედრა და შეხვედრა ფსიქოლოგთან  ფონდი ,,სოხუმის" ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. 

საინფორმაციო  იურიდიული შეხვედრის თემა იყო საოჯახო სამართალი. მონაწილეთა ყურადღება გამახვილდა ალიმენტის საკითხებზე. გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე: არასრულწლოვანთა ასაკზე, განქორწინების პირობებზე, განქორწინებულთა უფლება-მოვალეობებზე, ბავშვის  (შვილის) უფლებებზე და სხვა.

მონაწილეთა აზრით, იურისტთან შეხვედრები მნიშვნელოვანია - მათ მიიღეს საჭირო ინფორმაციები, რაც გამოადგებათ პრობლემების მოგვარებისას.

 

პარალელურად - გაიმართა შეხვედრა ფსიქოლოგთან. მონაწილეები დაინტერესდნენ კომუნიკაციის თემით. თავიანთი ცხოვრებიდან გაიხსენეს ეპიზოდები, როდესაც გაგზავნილი ინფორმაცია სხვაგვარად იყო მიღებული. აღინიშნა, რომ ინფორმაციას  სწორი მიმართულება უნდა მივცეთ, სწორი ემოციით დავტვირთოთ. მისი მიღება კი დამოკიდებულია  მეორე ადამიანზე, მის შინაგან მდგომარეობაზე...

შეხვედრის ერთ-ერთი შედეგი იყო ერთი მონაწილის დასკვნა: მე დღეს მივხვდი, რატომ მიჭირს ურთიერთობა ოჯახში და სამეზობლოში, რატომ მაქვს კომპლექსები და რა უნდა შევცვალო...

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 747 | დაამატა: admin | თარიღი: 20.02.2014

წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ფსიქოლოგთან შეხვედრისას მუშაობა ასოციაციური და მენტალური ბარათებით წარიმართა. მონაწილენი გაოცდნენ თავიათი არჩეული ბარათებით და ფსიქოლოგის ინტერპრეტაციებით, თავიანთი ცხოვრების  დაფარული მხარე და საინტერესო დეტალები აღმოაჩინეს. მუშაობაში ჩართული იყო მონაწილეთა მთელი ჯგუფი - ბარათებს ყველა თავისებურად ხედავდა და ხსნიდა...

 

ხონში ჩატარებულ შეხვედრას 16 ბიჭი და გოგონა ესწრებოდა. ბევრი იმსჯელეს, ახდენენ თუ არა მაქსიმალურად რეალიზებას სოციუმში, რამდენად უშლით ხელს გარემო პირობები. მოზარდებმა დაასახელეს სოციალურ-ეკონომიკური თუ კულტურულ-ინტელექტუალური ბარიერები, რომლებიც ხელს უშლით ურთიერთობის არეალის გაფართოებაში, უკარგავს სტიმულსა და თვითშეფასებას.

 

18 თებერვალს ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგმა ტრადიციულ შეხვედრასთან ერთად ინდივიდუალური კონსულტაციებიც გამართა. ერთ-ერთ ქალბატონს ოჯახური პრობლემების შედეგად მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმა აწუხებს, მეორეს კი - შვილის ქცევებთან დაკავშირებული პრობლემები.

ფსიქოლოგმა სათანადო პასუხები გასცა მათ და შემდგომ დახმარებასაც დაჰპირდა.

 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 816 | დაამატა: admin | თარიღი: 18.02.2014

თებერვლის დასაწყისიდან ქუთაისში ჩატარდა სამი ჯგუფური შეხვედრა ფსიქოლოგთან და ერთი ინდივიდუალური კონსულტაცია ინკლუზიური ბავშვების პრობლემებსა და მათ უფლებებზე.

შეხვედრებს 19-დან 55 წლამდე ასაკის 27 ქალი ესწრებოდა.

საუბრის მთავარი თემა იყო ურთიერთგაგება. უფრთხილდება თუ არა ადამიანი ურთიერთობებს? რა ეხმარება ადამიანებს და რა უშლით ხელს ურთიერთობებში? როგორ ყალიბდება მოსმენისა და გაგონების ნიჭი? დანახვისა და იგნორირების? როგორ მოვექცეთ სიტყვებს და იმ ენერგეტიკას, რომელსაც ვაგზავნით...

 

თემამ დააინტერესა ქალები. შეხვედრებზე აქტიური დისკუსიები გაიმართა. ზოგიერთმა მონაწილემ თავისი ნაკლი აღმოაჩინა და აღნიშნა, რომ შეეცდება მის გამოსწორებას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 774 | დაამატა: admin | თარიღი: 13.02.2014

ხონში 16 იანვარს იურისტის საინფორმაციო შეხვედრას 12 ქალბატონი ესწრებოდა. საუბარი შეეხო სასამართლო სისტემასა და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს.

სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი გამოირჩევა იურისტთან მომართვიანობის კუთხით. 16 იანვარს საინფორმაციო შეხვედრაზე 13 ქალბატონმა იურისტთან ერთად ადამიანის უფლებათა  დამცველ ორგანიზაციებზე ისაუბრა.

ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში 23 იანვარს ჩატარებულ შეხვედრას 14 ქალბატონი და გოგონა დაესწრო. მთავარ თემად შეარჩიეს ქორწინების რეგისტრაცია და ქორწინების ხელშეკრულება, როგორც საკუთრების დაცვის კარგი მეთოდი. გაგრის ქუჩის #10 ბინის მცხოვრებთა უმრავლესობის თხოვნით დაიწერა და გაიგზავნა განცხადება ფოთის დევნილთა განყოფილების სახელზე, რათა შეკეთდეს საცხოვრებელი სახლი.

წყალტუბოში  22 იანვარს  კონსულტაცია გაიმართა სოციალურ კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ომში დაღუპულ - მარჩენალდაკარგულ ოჯახს, შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, გადაეცემა 500 ლარი.

ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის იურისტს განსაკუთრებული მუშაობა უწევს, რადგან ის, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციებს ატარებს ხურჩასა და ნაბაკევში. 24 იანვარს მან მიიღო ნაბაკევის მცხოვრებნი, რომელთაც პასპორტებისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილების პრობლემა აქვთ.

 

შეხვედრებზე ქალბატონებს აქვთ საშუალება, გაიგონ თავიანთი უფლებების შესახებ, მიიღონ შესაბამისი კონსულტაციები სხვადასხვა საკითხზე, სწორად შეარჩიონ ადრესატი და მოაგვარონ პრობლემები ფონდი „სოხუმის" იურისტების დახმარებით.  

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 775 | დაამატა: admin | თარიღი: 30.01.2014

« 1 2 ... 7 8 9 10 11 ... 16 17 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0