ხუთშაბათი, 02.05.2024, 06:13
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » კონსულტაციები

ფონდი „სოხუმის" იურისტმა იანვარში მოაწყო ექვსი შეხვედრა ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ დევნილებთან. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 19-დან 65 წლამდე ქალებმა და მამაკაცებმა. იურისტმა გასცა კონსულტაციები სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე - დამსწრეთა ძირითადი ინტერესი გამოიწვია დევნილთა შესახებ კანონში შესატანმა ცვლილებებმა - კანონპროექტმა, განსახლების კრიტერიუმებმა, სახელმწიფო სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ხორციელდება დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი.

შეხვედრის მონაწილეებისთვის აქტუალური იყო აგრეთვე განქორწინებისა და არასრულწლოვანი ბავშვებისათვის ალიმენტის დანიშვნის საკითხები.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 741 | დაამატა: admin | თარიღი: 30.01.2014

ქუთაისში, ყოფილ ფიზიკა-მათემატიკურ ლიცეუმში ჩატარდა საინფორმაციო-იურიდიული შეხვედრა. შეხვედრის თემა იყო ადამიანის კონსტიტუციური უფლებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბავშვთა უფლებებზე. გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

იურისტთან შეხვედრების დროს მონაწილეები კომპეტენტურ ინფორმაციას იღებენ, რაც პრობლემების მოგვარებაში ეხმარება მათ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 791 | დაამატა: admin | თარიღი: 20.01.2014

ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის 16-ვე დღეს განსაკუთრებით აქტიურად მუშაობდნენ ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგები. პირველ დღეს ჩატარდა ფსიქოლოგის ჯგუფური შეხვედრა სოფელ ხურჩაში. შემდეგ იყო შეხვედრები კოლექტიურ ცენტრებში, ინდივიდუალური კონსულტაციები. განსაკუთრებით საინტერესო იყო შეხვედრა მოზარდებთან ქალაქ ქუთაისის ერთ-ერთ ბავშვთა სოციალურ სახლში.

მოზარდებს არ შეუძლიათ თავიანთი გრძნობების მართვა, ამიტომაც მათ სჭირდებათ ფსიქოლოგიური დახმარება და მხარდაჭერა, ინდივიდუალური მიდგომა. მათთან მუშაობა არტ-თერაპიის მეთოდით წარიმართა - ისინი ხატავდნენ თავიანთ ემოციებს, ოცნებებსა და მიზნებს - თავიდან ვერაფრით განეწყვნენ, მაგრამ მერე მთელი სულითა და გულით დაიწყეს ხატვა და თვითონვე გაიხარეს, როცა გამოუვიდათ...

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 792 | დაამატა: admin | თარიღი: 10.12.2013

ნოემბრის განმავლობაში გრძელდებოდა ფონდი „სოხუმის" იურისტების შეხვედრები ქალებთან.

სენაკის, ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, ფოთისა და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებული კონსულტაციების ძირითადი თემები იყო: ოჯახში ძალადობა, ქონების პრივატიზაცია, ბინის ამხანაგობები და მათი მნიშვნელობა, ახალი შრომის კოდექსი.

შეხვედრების მონაწილეებმა მიიღეს მათთვის საინტერესო ინფორმაცია. გარდა საერთო თემებისა, გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები (ავადმყოფობის ჯგუფის დადგენა; ბინების რემონტი; პირადობის მოწმობის აღება; სამოტივაციო წერილის დაწერა და სხვა).

მომზადდა წერილები დევნილთა სამინისტროსა და განათლების მინისტრის სახელზე კონკრეტული სტუდენტების სწავლების გადასახადის შემცირების თაობაზე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 722 | დაამატა: admin | თარიღი: 30.11.2013

ფოთში, დევნილთა ახალ დასახლებაში გაიმართა შეხვედრა რეპროდუქტოლოგთან, რომელსაც ესწრებოდნენ სხვადასხვა ასაკ ქალები და გოგონები. მათ ბევრი რამ აინტერესებდათ და ყველა შეკითხვაზე მიიღეს კიდეც პასუხი. ერთ–ერთი საკითხი, რაზეც  ყურადღება გამახვილდა, იყო - როგორ ავარიდოთ თავი არასასურველ ორსულობას?

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ასეთი შეხვედრები კიდევ ერთხელ აფიქრებს მათ, რომ დროულად უნდა ჩაიტარონ გამოკვლევები, რათა თავიდან აიცილონ დაავადებები. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია

Brot für die Welt – Evangelischer Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 722 | დაამატა: admin | თარიღი: 06.11.2013

ქუთაისის დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში ჩატარდა 8 ჯგუფური შეხვედრა ფსიქოლოგთან - მონაწილეობდა 28-დან 62 წლამდე ასაკის 73 ქალი.

რეგიონებში - ხურჩის, სენაკის, ქუთაისის, ფოთის, წყალტუბოსა და ხონის ქალთა მხარდაჭერის  ცენტრებში გაიმართა თითო ჯგუფური შეხვედრა. იყო 4 ინდივიდუალური შეხვედრა და 3 ზარი ფონდი „სოხუმის" ცხელ ხაზზე.

ეს სტატისტიკაა. შეხვედრათა შინაარსი საინტერესო და სასარგებლოა.

უპირველესად, იმიტომ, რომ ისინი ემოციებსა და გრძნობებს ეძღვნებოდა.

მეორეც, მონაწილეებს მისცეს რჩევები და „რეცეპტები", როგორ მართონ ემოციები.

როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ჩვენ ბავშვობიდან გვიყალიბდება ქცევა, რომელიც გრძნობით გამოცდილებას ეფუძნება: შეხებითი, ყნოსვითი, მხედველობითი, გემოვნებითი და სმენითი „კონტაქტები" გარესამყაროსთან. განვიცდით დადებით ემოციებს (გვიხარია) ან უარყოფითს (ვბრაზდებით, გვწყინს)...

ნეგატიური ემოციური მდგომარეობა ანგრევს პიროვნების შინაგან სტრუქტურას, აფერხებს ინდივიდუალიზაციისა და სოციალიზაციის პროცესს. სამწუხაროდ, ჩვენ იშვიათად გვასწავლიან, როგორ გავუმკლავდეთ უარყოფით ემოციებს.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ აუცილებელია, საკუთარი ძალისხმევით მოვიშოროთ ნეგატიური ემოციები, რომლებიც ხელს გვიშლის ცხოვრებაში და მთელი ფერადოვნებით გამოვიყენოთ დადებითი ემოციები, რათა შევიგრძნოთ სიცოცხლის სისავსე. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 883 | დაამატა: admin | თარიღი: 30.09.2013

აგვისტოში ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში ჩატარდა 8 ჯგუფური შეხვედრა, სადაც მონაწილეობდა 67 ქალბატონი 28-დან 65 წლამდე.

თითო შეხვედრა გაიმართა სენაკის, ხურჩის, ქუთაისის, ხონის, წყალტუბოსა და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. საუბრის ერთ-ერთი თემა იყო შური.

 

შური ერთ-ერთია ადამიანის 6 შინაგან მტერს შორის (ვნება, აღშფოთება, ილუზია, სიხარბე, შური, უგუნურება). შურის ფორმებია: შავი შური, თეთრი, უბოროტო, დეპრესიული, პირადი, საზოგადოებრივი.

შურის პირველ გამოვლინებას ადამიანი მშობლებს უნდა „უმადლოდეს", რადგანაც, მშობლები, შვილების სასიკეთოდ, მათი აღზრდისათვის ხშირად მოიხმობენ მაგალითად სხვა ბავშვს, უფრო მოწესრიგებულს ან ნიჭიერს.

ლათინურიდან შური ითარგმნება, როგორც სილურჯე. ტყუილად როდი ამბობენ ხალხში, შურისაგან გალურჯდაო. ჩინეთში შურიანს თვალებით ცნობენ, შურს კი „წითელი თვალების დაავადებას" ეძახიან.

შურს შეუძლია სხვისი წარმატება საკუთარი არასრულფასოვნების გრძნობად გადაუქციოს ადამიანს, სხვისი სიხარული - უმაყოფილებად. შური - უარყოფითი ემოციაა და ზიანს აყენებს ჯანმრთელობას: იზრდება არტერიული წნევა, ხშირდება პულსი, ხდება კუნთების დაჭიმულობა, ირღვევა საჭმლის მომნელებელი სისტემა.

სანამ ვინმესი შეგშურდებოდეთ, საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ: „მინდა ჩემი ჯანმრთელობის გაუარესება?"

შეხვედრებზე ქალები ფსიქოლოგთან ერთად ცდილობდნენ, ესწავლათ შურის დამარცხება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 703 | დაამატა: admin | თარიღი: 31.08.2013

« 1 2 ... 8 9 10 11 12 ... 16 17 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0