კვირა, 24.11.2024, 06:03
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » კონსულტაციები

ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთისა და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა  ფსიქოლოგის ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრები, სადაც 17-დან 57-წლამდე  ასაკის 109 ქალი ესწრებოდა.

-ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენით მანიპულირებენ. რატომ ხდება ეს? რატომ არის შესაძლებელი ადამიანებით მანიპულირება? იმიტომ, რომ ადამიანებს აქვთ სუსტი წერტილები, თავისებური ღილაკები- ეს ღილაკები ჩვენი სტერეოტიპები, სიძულვილი, შიშები, დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებები და გამოუყენებელი შესაძლებლობანია. და კიდევ ბევრი სხვა რამ, რაც ადამიანს უნიკალურ პიროვნებად აყალიბებს,-ხსნის ფსიქოლოგი.  

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 894 | დაამატა: admin | თარიღი: 29.08.2011

ივლისში „საზოგადოებრივ მისაღებს" ქუთაისის სატრაქტორო ქარხნის ადმინისტრაციულ შენობაში ჩასახლებულმა  დევნილმა ვ. ჩიქოვანმა მიმართა, რომლის ოჯახიც   მეათე (ბოლო) სართულზე ცხოვრობს. ძლიერმა ქარმა და წვიმებმა სახურავი( და მთლიანად ბინა) იმდენად დააზიანა, რომ ოჯახი, დროებით, იმავე ბინის მერვე სართულზე შეასახლეს. ამჟამად ბინის ოფიციალური მფლობელი ითხოვს მის დაცლას. დაზარალებული ოჯახი კი- საცხოვრებლად უვარგისი ბინის გარემონტებას.

დევნილი მოქალაქის ვ.ჩიქოვანის თხოვნით, შედგენილ იქნა განცხადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  იგპ-თა, ლტოლვილთა და განსახლების რეგიონული სამმართველოს უფროსის დ.აფციაურის სახელზე.

„საზოგადოებრივი მისაღების" იურისტები ელოდებიან რეგიონული სამმართველოს ოფიციალურ პასუხს, შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისათვის.

შეხვედრებზე აქტუალურია კითხვა: ადგილობრივ მოქალაქეებზე დაქორწინებული დევნილი ქალბატონების შვილებს, რომელთაც აქვთ დევნილის სტატუსი, გამოეყოფათ  თუ არა საცხოვრებელი ფართი?

რეგიონულმა სამმართველომ, არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, დევნილებს განუმარტა: რომ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდებიან მხოლოდ დევნილი ქალბატონები და არ მათი შვილები, მიუხედავად იმისა, რომ აქვთ დევნილის სტატუსი.

ფონდი "სოხუმის” იურისტებთან შეხვედრების შედეგად, დევნილი მოქალაქეები  ბევრ საჭირბოროტო ყოფით საკითხს დადებითად აგვარებენ.     

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 1029 | დაამატა: admin | თარიღი: 28.07.2011

 

დემოკრატიის ნაციონალური ფონდის (აშშ) რეკომენდაციით, ფონდ „სოხუმის" წარმომადგენელი მონაწილეობდა დემოკრატიის საზოგადოებრიობის მაღალი დონის შეხვედრაში  „ახალგაზრდა ლიდერები დემოკრატიის მხარდასაჭერად: გამოწვევები და შესაძლებლობანი". შეხვედრა ორგანიზებული იყო  29-30 ივნისს ვილნიუსში (ლიტვაში), ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში. მასში მონაწილეობდნენ  ახალგაზრდა ლიდერები, აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: უკრაინა, საქართველო, აშშ, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ვენესუელა, ბელორუსია. მოლდავეთი, ალბანეთი, ინდოეთი და სხვა. შეხვედრის ფარგლებში დემოკრატიის გაძლიერების თემაზე  ოთხი სესია ჩატარდა: როგორ უზრუნველვყოთ ახალგაზრდობის მონაწილეობა  დემოკრატიის ფორმირებაში; ახალგაზრდა  სამართალდამცავთა უფლებების დაცვა დახურულ საზოგადოებებში; ელექტრონული დემოკრატია: მესიჯის შემუშავება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით;  დემოკრატიული დიპლომატია: ინსტრუმენტები დემოკრატებისათვის, ახალგაზრდა აქტივისტების მხარდასაჭერად. პანელისტებმა ძალიან საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს, მონაწილეებს ჰქონდათ  თავიანთი აზრების გამოთქმის  შესაძლებლობა დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა მიიღეს ახალგაზრდა ლიდერთა  დემოკრატიის ხაზით მოქმედების გეგმა, ასევე  გიმართა ვილნიუსის დეკლარციის ხელმოწერის ცერემონია.

1 ივლისს შეხვედრის  ყველა მონაწილე  მიიწვიეს  დემოკრატიის საზოგადოებრიობის  მინისტრთა მეექვსე კონფერენციაზე, რომელიც  ორგანიზებული იყო ვილნიუსის საგამოფენო ცენტრ ლიტეკსპოში. კონფერენციაში მონაწილეობდნენ  პოლიტიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან, ლიტვის   პრეზიდენტი ქალბატონი  დალი  გრიბაუსკაიტე, აშშ სახელმწიფო მდივანი ჰილორი კლინტონი, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრონიუს  აჟუბალისი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი  საგარეო საქმეებში კეტრინ ეშტონი და სხვა.

კონფერენციაზე მიღებულ იქნა ვილნიუსის დეკლარაცია, რომელიც ხაზს უსვამს დემოკრატიული საზოგადოებრიობის მოღვაწეობის გაძლიერების  აუცილებლობას  და მიესალმება  დემოკრატიაზე  გადასვლის პროცესში მყოფი ქვეყნებისათვის დახმარების გაწევის ინიციატივას. დოკუმენტში ხაზგასმულია ქვეყნების განზრახვა  დემოკრატიული   საზოგადოებრიობის  მოღვაწეობის  განმტკიცებაზე  ადვოკატირებისა  და დემოკრატიულ   ფასეულობათა დაცვისათვის ქვეყნებში, რომლებიც  დემოკრატიის საფრთხეს აწყდებიან;  პოლიტიკის კოორდინაცია და მოქმედებები დემოკრატიული მმართველობის ეფექტურობის ზრდისათვის.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა  აუდრონიუს  აჟუბალისმა  თავმჯდომარეობა გადასცა მონღოლეთის  საზოგადოებრიობას  და თქვა, რომ  ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობის  ორი წლის მანძილზე, ლიტვამ ყველაფერი გააკეთა საზოგადოებრიობის მიზნების განსახორციელებლად  და  ყველა ქვეყანას, რომლებიც ლიტვას მხარს უჭერდნენ, მადლობა გადაუხადა.

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 998 | დაამატა: admin | თარიღი: 30.06.2011


ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ხონში, წყალტუბოში, სენაკში, ქუთაისში, ფოთსა და ხურჩაში ჩატარდა 6 ჯგუფური  და 2 ინდივიდუალური შეხვედრა ფსიქოლოგთან. ფსიქო-რეაბილიტაცია გაიარა 21-დან 56 წლამდე ასაკის 117 ქალმა.

 შეხვედრებში მონაწილე დევნილი ქალები სულ უფრო აქტიურნი ხდებიან.

 მონაწილეთაგან  ერთ-ერთმა თავის შინაგან სულიერ ცვლილებებზე ასე ისაუბრა: - როცა ჩვენ გაცნობიერებულად, წინასწარგანზრახულად გამოვიმუშავებთ ახალ- უკეთეს ჩვევებს, ჩვენი საკუთარი „მე", იშორებს ძველს და  ირგებს ახალს. ფსიქოლოგთან რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, შევეცადე,  მომეხსნა „მანტია," რომ  ყველა წარუმატებლობის მიზეზი მე ვარ.  დღეს მე ვაქებ საკუთარ თავს, მაშინაც კი, როცა ვამზადებ საჭმელს და ჩვენი საოჯახო საქმეები უკეთესობისაკენ წავიდა.

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.




კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 999 | დაამატა: moderatori | თარიღი: 28.06.2011

 ივნისში ქალთა მხარდაჭერის ექვსივე ცენტრში ჩატარდა შეხვედრები იურისტებთან. დევნილი  ქალბატონებისათვის იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციები ისევ აქტუალურია. შესაბამისად,  ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში იურისტებთან  შეხვედრებზე ყოველთვის ხალხმრავლობაა. დევნილები ითხოვენ  კონსულტაციებს შემდეგ თემებთან დაკავშირებით: კანონი ოჯახური ძალადობის შესახებ-დამცავი და შემაკავებელი ორდერი; განსახლებისა და განქორწინების საკითხები; ბავშვთა უფლებების დაცვა და სხვა.

 შეხვედრებზე გამოითქვა აზრი, რომ იურისტთა კონსულტაციები ერთგვარი გზამკვლევის როლს თამაშობს დევნილ მოსახლეობაში.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 938 | დაამატა: admin | თარიღი: 28.06.2011


დევნილ ქალებს სულში ისევ აქვთ წყენა იმის გამო, რომ არ შეუძლიათ შინ დაბრუნება. მათ ხშირად იპყრობთ მშობლიური კარ-მიდამოს  სევდა.

ფსიქოლოგის კონსულტაციები  ქალთა მხარდაჭერის ექვს ცენტრში შეკრებილ ქალებს ამ სევდის დაძლევაში ეხმარებათ.

შეხვედრების შემდეგ მათში პოზიტივი მეტია:

„მივხვდი, რომ წყენა ადამიანის შინაგან სამყაროს იპყრობს და დიდი ხნით რჩება იქ. ამის გამო ადამიანი უძლური ხდება,  სამყარო არსებული სახით აღიქვას".

"ადამიანებს სიცოცხლე მხოლოდ ერთხელ გვეძლევა და აუცილებელია ის  თანხმობასა და სიყვარულში გავატაროთ. ჩვენ ეს უნდა გავიგოთ და შევეცადოთ არ მივუბრუნდეთ მტკივნეულ წარსულს".

მაისში ფსიქოლოგმა 6 კონსულტაცია ჩაატარა 17-დან 65 წლამდე ქალებთან.

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 1020 | დაამატა: moderatori | თარიღი: 24.05.2011


- სიახლეები, რომელიც ეხება დაბადების მოწმობების, ქორწინება-განქორწინების, გარდაცვალების, პასპორტის გაცემის საკითხებს. - ამ საკითხებზე მოითხოვეს კონსულტაცია იურისტისგან, ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გამართულ შეხვედრებზე.
  შეხვედრებში მონაწილეთა რიცხვი ყოველთვიურად იზრდება. დაინტერესებულ პირებს შორის ახალგაზრდები ჭარბობენ.
 - უფასო იურიდიულ კონსულტაციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ხშირად არ იცის ხალხმა, ვის უნდა მიმართოს, ან როგორ მოიქცეს ამა თუ იმ საკითხის სამართლებრივად გადასაჭრელად - ასეთია მონაწილეთა მოსაზრება.

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.


კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 1072 | დაამატა: moderatori | თარიღი: 29.04.2011

« 1 2 ... 11 12 13 14 15 16 17 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0