ხუთშაბათი, 25.04.2024, 22:56
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 25 » იურისტის კონსულტაციებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ
00:58
იურისტის კონსულტაციებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ

 ქუთაისში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გამართულ საკონსულტაციო შეხვედრაზე შეკრებილთა მოთხოვნით ყურადღება გამახვილდა მშობლის უფლებების ჩამორთმევაზე. მათ მიეწოდათ ინფორმაცია, როგორ რეაგირებს კანონი აღნიშნულ შემთხვევაში. შეიძლება თუ არა ალიმენტის გადახდა დაევალოს დედას, რომელმაც უარი განაცხადა შვილების აღზრდაზე, მოვლასა და პატრონობაზე.

წყალტუბოში ჩატარებულ საკონსულტაციო შეხვედრაზე კონკრეტული საკითხები არ დასმულა, მონაწილეებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლებიც ახალი ბინების დაკანონების შემდეგ წარმოიშვა. საკითხი ეხებოდა ფართის უკმარისობას, უხარისხო რემონტს და სხვა.   

ხონში გამართულ შეხვედრაზე, მონაწილეები დაინტერესდნენ, რამდენად არის შესაძლებელი გვარის გამოცვლა. იურისტის განმარტებით, სახელის და გვარის გამოცვლა საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულია და ის სასამართლოს პრეროგატივაა.

ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელიც მეუღლისგან განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ინდივიდუალურად მიიღო კონსულტაციები. მას მიეწოდა ინფორმაცია კანონით მინიჭებულ უფლებებზე.

შეკრებილთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ იურისტის კონსულტაციებს მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ შეხვედრებიდან სწავლობენ, როგორ იმოქმედონ საჭიროების დროს, რის საშუალებას აძლევს მათ მოქმედი  კანონმდებლობა.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 972 | დაამატა: admin | ტეგები: EED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0