შაბათი, 20.04.2024, 01:05
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » ივლისი » 26 » ჰუმანიტარული დახმარების მორიგი პარტია
02:11
ჰუმანიტარული დახმარების მორიგი პარტია

26 ივლისს ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ჩავიდნენ ვანის კურორტ „ამაღლებაში". მათ ხანძრის შედეგად დაზარალებული  აფხაზეთიდან დევნილი  12 ოჯახი მოინახულეს.  

დევნილებს ჰუმანიტარული დახმარების სახით გადაეცათ ტანსაცმელი, სათამაშოები, მსუბუქი საბნები, ჰიგიენის საშუალებები( საპონი, შამპუნი და სხვა). აღნიშნული  დახმარება დევნილთათვის  არასამთავრობო ორგანიზაცია - „WORLD VISION"-მა (ქუთაისის ფილიალი - დავით ჩხობაძე) გამოყო.

სააქციო საზოგადოება „ორგტექნიკამ" დაზარალებულ 12-ივე ოჯახს საჩუქრად გაუგზავნა სხვადასხვა სახეობის „კავკასიური ელიტური ჩაი".

დევნილები მადლიერებას გამოხატავენ იმ სამთავრობო თუ არასამთავრობო  სტრუქტურების მიმართ, რომელთაც დიდი ყურადღება და სითბო გამოიჩინეს(აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, სოროსის ფონდი  და ფონდი „სოხუმი", WORLD VISION).

აღსანიშნავია, რომ  ჯერ კიდევ უმძიმესია ხანძრის შედეგად დაზარალებულთა მდგომარეობა-ისინი დევნილ ოჯახებს აფარებენ თავს, რამდენიმე მათგანი ღამეს ღია ცის ქვეშ ათევს.

დევნილები, მიუხედავად მძიმე სოციალური ფონისა,  ხვალინდელი დღის იმედს არ კარგავენ: მათ უკვე დაათვალიერეს ფოთში დევნილთათვის აშენებული ბინები. ვარაუდობენ, რომ მათი განსახლება ფოთში უახლოეს მომავალში-აგვისტოს ბოლოდან დაიწყება.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 907 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0