მთავარი »
2014 » მარტი » 3 » ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭო - რადიო „თავისუფლების“ ეთერში
11:12 ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭო - რადიო „თავისუფლების“ ეთერში |
| რა ხდება ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის
კუთხით აჭარაში, კერძოდ ბათუმში. რა წვლილი შეაქვთ
ამ მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციებს და კერძოდ, ფონდ „სოხუმს". რა მიზნებს
ემსახურება გენდერული საკონსულტაციო საბჭო, ვინ არიან მისი წევრები და როგორ აპირებენ
ისინი, ხელი შეუწყონ ადგილობრივ ბიუჯეტში გენდერული საჭიროებების ინტეგრირებას და მოქალაქეთა
ჯგუფების აქტიურ ჩართულობას თვითმმართველობაში - რადიო „თავისუფლება" თავის ეთერს უთმობს
ქალთა გააქტიურებისკენ მიმართულ საქმიანობას.
ერთ-ერთი რადიოსიუჟეტი
„მრგვალ მაგიდას მიეძღვნა, სადაც ადგილობრივ გენდერულ პერსპექტივებზე, ამ კუთხით სახელისუფლებო
სტრუქტურებსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრეს. როგორც
ინტერვიუებში გაჟღერდა, საზოგადოების ჯგუფებს, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს
პოზიტიური მოლოდინი აქვთ გენდერული საკონსულტაციო
საბჭოს საქმიანობის მიმართ და ოპტიმალურად მიიჩნევენ მის სტრატეგიას, შეასრულოს შუამავლის
როლი სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფსა და თვითმმართველობას შორის.
http://www.radiotavisupleba.ge/SiteMap.aspx
http://www.radiotavisupleba.ge/schedule/20140303.html
http://www.radiotavisupleba.ge/audio/audio/1077270.html
პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით |
|
კატეგორია: რადიოგადაცემები |
ნანახია: 819 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |