ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ ქალთა კლუბი ბათუმში კვლავ განაგრძობს
საქმიანობას.
ქალბატონები ამჯერად შეიკრიბნენ
ახალი პროექტის „გენდერული საკონსულტაციო საბჭო - გაუმჯობესებული პერსპექტივები, ქალთა უფლებების განმტკიცება და რეგიონის ეფექტური მართვა" ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივ დონეზე ქალთა მონაწილეობის გაზრდას.
კლუბის წევრები აცხადებენ, რომ აქტიურად ჩაერთვებიან პროექტის მიმდინარეობაში და კვლავაც
ხელს შეუწყობენ სოციალური პრობლემების ადვოკატირებას.
ახალი პროექტის გაცნობის შემდეგ, კლუბის წევრებმა მათთვის აქტუალური პრობლემები დასვეს. მათ შორის ერთი-ერთი იმ დევნილთა საკითხი იყო, რომლებიც
წლების წინ სასტუმრო „მედეადან" გამოასახლეს.
- იმის
გამო, რომ მაშინ გაიზარდა ბინების
ფასი, ბევრმა დევნილმა კომპენსაციის მიღების
შემდეგ ვერ შეძლო ბინის შეძენა, ზოგი მათგანი დღესაც ქირით ცხოვრობს ან ნათესავთანაა შეკედლებული, - აღნიშნა მარინა მურღულიამ.
შეხვედრაზე დაისვა დაუსაქმებელ ქალთა
პრობლემები.
ინფორმაცია შეხვედრისა
და პროექტის შესახებ გაშუქდა „აჭარის" ტელევიზიით.
http://www.ajaratv.ge/ge/index.php?page=shownews&id=52378
ინფორმაცია დაიდო „აჭარა
p.s."-ზეც.
http://adjaraps.com/2013/10/31/გენდერული-საბჭო-ახალი-
იმავე დღეს ბათუმში მეორე შეხვედრა ჩატარდა.
ახალი პროექტის
თანახმად, ბენეფიციარები ეთნიკური უმცირესობების
წარმომადგენლებიც არიან. სწორედ ამ „მიზეზით", ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლები ქალაქ ბათუმის მერიასთან
არსებულ „მეგობრობის სახლს" ესტუმრნენ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრას მასპინძლობდა მედეა მიქელაძე - დიასპორებთან ურთიერთობის მენეჯერი. აღინიშნა, რომ „მეგობრობის სახლი" 2007 წელს დაარსდა და ცხრა ერის წარმომადგენლებს აერთიანებს. ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით „მეგობრობის სახლში" საინტერესო კულტურული ღონისძიებები ტარდება.
ამ უჩვეულო სახლმა
ფონდ „სოხუმთან" აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოხატა.
პროექტი ხორციელდება აშშ-ის სახელმწიფო
დეპარტამენტის მხარდაჭერით |