კვირა, 24.11.2024, 13:41
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » ივლისი » 21 » ამომრჩეველ ქალთა კლუბი ზუგდიდში
00:26
ამომრჩეველ ქალთა კლუბი ზუგდიდში

ყოველთვიური შეხვედრების შედეგად გაიზარდა ქალთა კლუბის წევრების ინფორმირებულობის დონე , პოლიტიკაში მოსვლის ამბიცია.- გავხდით უფრო მიზანსწრაფულები და აქტიურები, მივიჩნევთ რომ ამომრჩეველ ქალთა კლუბის მუშაობა ნაყოფიერია,- აცხადებენ ისინი.

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიის საკონფერენციო დარბაზში  კიდევ ერთ სიახლეს - საარჩევნო კოდექსში მოსალოდნელ ცვლილებებს (ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, კომისიის წევრთა გადამზადება თუ სხვა ) გაეცნენ.

ფონდი „სოხუმის" იურისტის ინგა მაღლაფერიძის მიერ ჩატარებულმა  ერთსაათიანმა ვორკშოპმა   მონაწილეთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ემხრობიან საკანონმდებლო ცვლილებებს, მიესალმებიან ახალ საარჩევნო კოდექსში გენდერული ასპექტის გათვალისწინებას.

ამომრჩეველ ქალთა კლუბის ლიდერმა, წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიის დირექტორმა მანანა ნაჭყებიამ, ისაუბრა გიმნაზიის პედაგოგების საკვალიფიკაციო და მოსწავლეთა ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებაზე. აღსანიშნავია, რომ გიმნაზიის პედაგოგთა დიდი ნაწილი ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრიცაა.

შეხვედრის დასასრულს, ფონდი „სოხუმის" წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეთ მიაწოდა ინფორმაცია რუსი ფოტოხელოვანის ვიქტორია ივლევას ფოტოგამოფენის შესახებ-დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 933 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0