ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა ნანა კოპალიანმა და მზია მუშკუდიანმა სომხეთსა და აზერბაიჯანში მიღებული შთაბეჭდილებები შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს. მათ აღნიშნეს, რომ ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრები ძალიანმნიშვნელოვანი იყო ინფორმაციებისა და გამოცდილების გაცვლის თვალსაზრისით.
- გავეცანით ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობას, სოციალური, ჯანდაცვისა და განათლების პროგრამებს გენდერული ასპექტის გათვალისწინებით. - ნანა კოპალიანი.
შეხვედრის ძირითადი ნაწილი დაეთმო ვორკ-შოპს თემაზე - მოსალოდნელი ცვლილებები საქართველოს საარჩევნო კოდექსში.აღინიშნა, რომ აუცილებელია გადამოწმდეს და დაზუსტდეს სიები. უნდა მოხდეს საარჩევნო კომისიის წევრთა გადამზადება და სერტიფიცირება. მონაწილეთა უმრავლესობა თვლის, რომ პარტიული სიების დაკომპლექტებისას მნიშვნელოვანია გენდერული ბალანსის დაცვა.
შეხვედრა რუსი ფოტოგრაფის ვიქტორია ივლევას ფოტოგამოფენაზე საუბრით დასრულდა.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)