პარასკევი, 26.04.2024, 17:33
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » ივლისი » 13 » ამომრჩეველ ქალთა კლუბი ქუთაისში
00:34
ამომრჩეველ ქალთა კლუბი ქუთაისში

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ვორკშოპს თემაზე - მოსალოდნელი ცვლილებები საარჩევნო კოდექსში.

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს  საარჩევნო კოდექსში მოსალოდნელი ცვლილებების განხილვაში. წამოაყენეს თავიანთი წინადადებებიც - გადამოწმდეს (დაზუსტდეს) ამომრჩეველთა სიები, გამკაცრდეს კონტროლი საერთაშორისო მეთვალყურეთა მხრიდან.

აქცენტი გაკეთდა კლუბის მუშაობის შედეგად მიღწეულ  ცვლილებებზეც:

- ქალები აქტიურად ვართ  ჩართული პრობლემების გადაჭრაში. ამ მიზნით  ხშირად მივმართავთ ადგილობრივ თვითმმართველობას, სხვადასხვა სტრუქტურას...

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ერთობლივი, გასვლითი  შეხვედრების მნიშვნელობაზე.

კლუბის წევრებმა ისაუბრეს საქართველოსა და რუსეთის მშვიდობისმყოფელ ქალთა ბოლოდროინდელ აქტიურ მუშაობაზეც  (მასწავლებლების შეხვედრა ერევანში და მოსკოველი ფოტორეპორტიორის ვიქტორია ივლევას ფოტოგამოფენა ქუთაისში).

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა - რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებმა-  შეკრებილთ გაუზიარეს ერევანში ჩატარებული ერთკვირიანი სემინარის შთაბეჭდილებები. მათ აღნიშნეს, რომ ნაყოფიერი იყო  შეხვედრა რუსეთიდან ჩამოსულ პედაგოგებთან:

 - ჩვენთვის, როგორც ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებისათვის, ძალზე მნიშვნელოვანია  სამშვიდობო პროცესებში  მონაწილეობა. ჩვენ რუს ხალხთან გვაკავშირებს რელიგია, კულტურა. ამ ქვეყანასთან კეთილმეზობლური დამოკიდებულება უნდა გვქონდეს და  მომავალი თაობებიც ამ განწყობით უნდა აღვზარდოთ.

ითქვა რუსი ფოტოხელოვანის ვიქტორია ივლევას გამოფენის მნიშვნელობაზეც:

- მიუხედავად იმისა, რომ არ იყო წარმოდგენილი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების კადრები, გამოფენამ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა იმაზე, თუ რა სისატიკეა ომი.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 937 | დაამატა: admin | ტეგები: NED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0