რას გვპირდებიან პოლიტიკური პარტიები, როგორია მათი წინასაარჩევნო პროგრამები, რამდენად არის დაცული გენდერული ბალანსი საარჩევნო სიებში - ამ თემებზე სასაუბროდ ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბს ესტუმრნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები(ახალი მემარჯვენეები, რესპუბლიკელები, ქრისტიან-დემოკრატები).
საარჩევნო პროგრამების განხილვის პარალელურად შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საარჩევნო სიებში არსებულ გენდერულ დისბალანსზე. პარტიის წარმომადგენლები უმთავრეს მიზეზად ქალთა ნაკლებ აქტიურობას მიიჩნევენ და თვლიან, რომ მეტი ინიციატივა უნდა წამოვიდეს ქალებისგან.
შეხვედრაზე საუბარი იყო ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალთა მოსვლის აუცილებლობაზე. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქალებისათვის ყოველთვის პრიორიტეტულია სოციალური საკითხები, საკრებულოში მათი მოსვლის შემთხვევაში გაიზრდება ხელმისაწვდომობა პრობლემის მოგვარებისადმი.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)