კლუბის ადვოკატირების ჯგუფმა გაწეულიმუშაობის შესახებ საუბარი სოფელ პირველ ხორგაში წლების განმავლობაში არსებული ხიდ-ბოგირების პრობლემით დაიწყო. ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის ადვოკატირების ჯგუფმა საკითხი შეისწავლა და ადგილობრივ თვითმმართველობაში დასვა, რის შემდეგაც აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
ადვოკატირების ჯგუფმა ისაუბრა სოფელ ბიაშიწყალგაყვანილობასთან დაკავშირებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და გამრიცხველიანების დასრულებაზე. პრობლემის ადვოკატირებაში კლუბის აქტიური წევრები ( ნაირა ბერაია და მანანა შულაია) იყვნენ ჩართულები.
კლუბის ადვოკატირების ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ადვოკატირება,სამომავლოდ, უფასო სამედიცინო გამოკვლევის საკითხს გაუწიოს.
ამომრჩეველ ქალთა კლუბმა თავისი მუშაობა ფონდი „სოხუმის" ახალი პუბლიკაციის „ქალები მშვიდობის ძიებაში" ( ავტორი - ეკატერინე გამახარია) პრეზენტაციით დაასრულა.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)