საარჩევნო კოდექსში მოსალოდნელი ცვლილებები - აღნიშნულ თემაზე ფონდი „სოხუმის" იურისტმა ერსაათიანი ვორკ-შოპი ჩაატარა.
შეხვედრის მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, აღნიშნეს, რომ ამ საკითხში მოსახლეობის გარკვევა დროული და აუცილებელია.
- მივიჩნევ, რომ საარჩევნო კოდექსი დახვეწას საჭიროებს, უნდა გადამოწმდეს და დაზუსტდეს სიები, უნდა გაიზარდოს კომისიის წევრთა ფუნქცია-მოვალეობები. - ნანა კობახიძე.
- მსგავსი შეხვედრები სასურველია არა მხოლოდ ამომრჩეველ ქალთა კლუბებში, არამედ იმ ადგილებშიც, სადაც საზოგადოების სამართლებრივი განათლების დონე დაბალია,-ითქვა შეხვედრაზე.
კლუბის წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია რუსი ფოტოჟურნალისტის ვიქტორია ივლევას საქართველოში ვიზიტისა და მისი ფოტონამუშევრების - „ომის აპოთეოზი" ქუთაისში გამოფენის შესახებ.
შეხვედრაზე ითქვა, რომ მსგავსი პროექტები ქართველ და რუს ხალხებს შორის კეთილგანწყობის ამაღლებასა და მშვიდობის სურვილს აღვივებს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |