მთავარი »
2011 » ივლისი » 28 » ამომრჩეველ ქალთა კლუბი ბათუმში
17:17 ამომრჩეველ ქალთა კლუბი ბათუმში |
|
კლუბის მუშაობა გაიმართა ვორკშოპის ფორმატით თემაზე - „საქართველოს საარჩევნო კოდექსში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ". დაწვრილებითი ინფორმაცია ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებს ფონდ „სოხუმის" იურისტმა ინგა მაღლაფერიძემ მიაწოდა.
- საარჩევნო კოდექსის დახვეწა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. უნდა გადამოწმდეს, დაზუსტდეს სიები, კომისიის წევრთა მუშაობა უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს,-მიიჩნევენ ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები.
- ვცდილობთ ყოველი შეხვედრა ახალი ურთიერთობებისა და ცვლილებების მომტანი იყოს. ვსაუბრობთ ჩვენთვის საჭირბოროტო ყველა საკითხზე, მათი გადაჭრის გზებზე. ახლახან ქალაქში სისუფთავის დაცვის პრობლემა დავსვით. ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ მხრივ საზოგადოების თვითშეგნების ამაღლება. ყველა მოქალაქის ვალია, გაუფრთხილდეს გარემოს, არ დააბინძუროს ის. შევეცდებით, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ მეტად რთულ, მაგრამ აუცილებელ საქმეში, -ამბობენ კლუბის წევრები.
შეხვედრის დასასრულს, კლუბის წევრებმა რუსი ფოტოხელოვანის ვიქტორია ივლევას ფოტო-გამოფენის მნივშვნელობაზე ისაუბრეს. |
|
კატეგორია: კლუბები |
ნანახია: 1015 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |