შაბათი, 27.04.2024, 17:23
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » აქციები
 

ინფორმაცია ამ დღის შესახებ ქალაქ ქუთაისის მერიაში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სხვა სასწავლო დაწესებულებებში გავრცელდა.

 ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები აღნიშნავენ, რომ მოხარული არიან, რამეთუ წელსაც მიეცათ საშუალება, მიეღოთ მონაწილეობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიძღვნილ  კამპანიაში.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 924 | დაამატა: admin | თარიღი: 26.11.2012

 

სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა ქალაქის საკრებულოს შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაარიგეს ამ დღესთან დაკავშირებით დაბეჭდილი ბუკლეტები  კალენდრები, საინფორმაციო ფურცლები.

აქციაში ხალისით ჩაერთო ადგილობრივი მოსახლეობა - მოსწავლეები, სტუდენტები...

აქციაში ჩართულმა ადამიანებმა ღიად დააფიქსირეს თავიანთი პროტესტი ყოველგვარი ძალადობის მიმართ.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 858 | დაამატა: admin | თარიღი: 26.11.2012

 

თეთრი ლენტებით დამშვენებულმა კლუბის წევრებმა საინფორმაციო ფურცლები, ბუკლეტები,  ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში,  მერიაში, დრამატულ თეატრსა და მთავრობის სახლში გაავრცელეს.

აქციამ, რომელიც  დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა "აჭარის" ტელევიზიის ჟურნალისტთა ყურადღებაც მიიპყრო. მათ მიეწოდათ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დასავლეთ საქართველოში ეს აქცია ერთდროულად ტარდება და საზოგადოებას აერთიანებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სულისკვეთებით.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 938 | დაამატა: admin | თარიღი: 26.11.2012

 

ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტიურმა წევრებმა ქალაქის სხვადასხვა დაწესებულებაში: მე-4 ბაგა-ბაღი, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მერია გაავრცელეს ინფორმაცია 16 დღიანი კამპანიის შესახებ. დარიგდა საინფორმაციო ფურცლები, სხვადასხვა პუბლიკაციები.

როგორც ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის ლიდერი ნანა კეკელიძე იუწყება, აქციამ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. კამპანიის შესახებ გაჟღერდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს სხდომაზეც.

აქციას ოზურგეთში შეუერთდნენ ჟურნალისტებიც. ინფორმაცია ამის შესახებ  დაიბეჭდება ადგილობრივ გაზეთ "ალიონში".

კატეგორია: აქციები | ნანახია: 792 | დაამატა: admin | თარიღი: 26.11.2012


მათ საინფორმაციო საშუალებები გადასცეს ქალაქის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს, ასევე პოლიციის მუშაკებს.

აქციით განსაკუთრებით დაინტერესდნენ მამაკაცები, რომელთაც სიმბოლურ საჩუქრად თეთრი ლენტები გადაეცათ.


კატეგორია: აქციები | ნანახია: 748 | დაამატა: moderatori | თარიღი: 26.11.2012


26 noembers, 12 saaTze, fondi "soxumis" lider gogonaTa skolis wevrebi aqtiurad CaerTvnen fondi "soxumis" sainformacio aqciaSi, romelic 16 dRiani saerTASoriso kampaniis farglebSi tardeba.

quTaisSi Tamar mefis quCaze, wyaltuboSi sakolmeurneo bazris teritoriaze, xonSi, meoTxe skolaSi, senakSi rusTavelis quCaze da foTSi aRmaSeneblis quCaze moqalaqeebs gogonebma kampaniis arsi  gaacnes da fondi "soxumis" mier gamocemuli sainformacio furclebi da kalendrebi, bukletebi da kampaniis simbolo - TeTri lentebi dauriges.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 984 | დაამატა: moderatori | თარიღი: 26.11.2012


აქციას ზუგდიდში დიდი გამოხმაურება მოჰყვა... ცენტრალურ ქუჩებში დარიგდა საინფორმაციო ფურცლები, კალენდრები. მოსახლეობამ საკუთარი მხარდაჭერა ცალსახად დააფიქსირა. ისინი მზად არიან აქტიურად ჩაერთონ მსოფლიო კამპანიაში და პროტესტი გამოუცხადონ ძალადობას.

ცხუმ-ეგრისის კოლეჯის, ასევე კიევის უნივერსიტეტის ფილიალის სტუდენტებთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ძალადობის  წინააღმდეგ მიმართულ კამპანიასთან დაკავშირებით.


კატეგორია: აქციები | ნანახია: 887 | დაამატა: moderatori | თარიღი: 25.11.2012

« 1 2 ... 6 7 8 9 10 ... 14 15 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0