"ჩვენ ვაერთიანებთ ოცნებებსა
და მიზნებს” - ამ სლოგანით ხურჩის ქალთა მხარდაჭერის
ცენტრის ქალები ფონდი "სოხუმის” მიერ ქალთა საერთაშორისო დღის -
8 მარტისადმი
მიძღვნილ აქცია-მრგვალ მაგიდას შეუერთდნენ. ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტიურმა წევრებმა
გააკეთეს მოხსენებები ქალთა საერთაშორისო დღესა და ქალთა მოძრაობასთან დაკავშირებით.
შეკრებილმა ქალბატონებმა დიდი
ინტერესით მოისმინეს წარმოდგენილი მოხსენებები. აქცია-მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა
საკუთარი აზრი გამოხატეს ქალთა უფლებების დაცვისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის
საკითხების მიმართ.
|