|
დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოში 8 მარტმა
ახალი დატვირთვა მიიღო - მას
ხშირად იყენებენ ქალთა უფლებების ადვოკატირების, გენდერული სამართლიანობის
საკითხის განხილვის, მშვიდობისმშენებლობისა
და ამ საკითხებში ქალთა სოლიდარობის თემებისათვის.
ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია - კულტურულ - ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი"
ემზადება მთელს დასავლეთ საქართველოში (ქუთაისი, წყალტუბო, ბათუმი, ზუგდიდი,
სენაკი, ხონი, ხობი, ფოთი, ოზურგეთი, ხურჩა) ქალთა სერთაშორისო სოლიდარობის დღის -
8 მარტისადმი მიძღვნილი აქცია - მრგვალი მაგიდების გასამართავად.
ფონდის აქტივისტები ათ
დასახლებულ პუნქტში ჩაატარებენ მრგვალ
მაგიდებს, რომლებზეც ქალთა მსოფლიო სოლიდარობისა და საქართველოში ქალთა მოძრაობის
ისტორიებზე მოხსენებებს მოისმენენ; ფონდის ახალგაზრდა აქტივისტები მონაწილეებს
ჩატარებული გამოკითხვის - „რას ნიშნავს 8
მარტი ქართველი ქალებისათვის და როგორ აღნიშნავენ ისინი მას?" - შედეგებს
გააცნობენ; იგეგმება ფონდის შეკვეთით გადაღებული დოკუმენტური ფილმების ჩვენება,
რომლებიც სხვადასხვა სფეროში ქალთა მონაწილეობის საკითხებს აშუქებენ.
ვინაიდან, დღის მთავარი სადისკუსიო საკითხი და
თემა - ქალთა სოლიდარობის თემაა, მრგვალი
მაგიდების აქცია ერთიანდება ერთი სლოგანით - „ჩვენ ვაერთიანებთ ოცნებებსა და მიზნებს". i
|