წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში შეკრებილმა ქალებმა მრგვალი მაგიდით აღნიშნეს სოლიდარობის დღე. შეხვედრას 20 ადამიანი დაესწრო, მომხსენებლებმა ისაუბრეს ქალის როლზე, მიღწევებზე პოლიტიკურ და სოციალურ სფეროებში. გაიხსენეს საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე წარმატებულ ქალთა მაგალითები.
ჯგუფური მუშაობით დააფიქსირეს, რა ნაბიჯები უნდა გადადგან ქალებმა იმისათვის, რომ შეცვალონ მათ ირგვლივ არსებული გარემო გენდერული თანასწორობის მისაღწევად. |