მთავარი » 2012 » მაისი » 27 » ადვოკატირების ჯგუფის მუშაობის ამსახველი ტელესიუჟეტი
10:07
ადვოკატირების ჯგუფის მუშაობის ამსახველი ტელესიუჟეტი
სამოქალაქო ინტერესების დაცვის კუთხითფონდი „სოხუმის" ქალთა ლიგის საქმიანობა ხშირად ხვდება მედიის ყურადღების ცენტრში. ამჯერად ტელერადიოკომპანია „რიონის" საკვირაო გადაცემა „კვირის თემაში" გასულმა სიუჟეტმაბათუმის ქალთა კლუბის ადვოკატირების ჯგუფის მუშაობის შესახებ მოგვითხრო.
მშობლები და პედაგოგები აღნიშნავენ, რომ ქობულეთის მე-2 ბაგა-ბაღის შეშით დროული მომარაგების საკითხი კლუბის ადვოკატირების ჯგუფის ძალისხმევით გადაწყდა; უხვნალექიანი ბათუმის რიგ უბნებში კოლექტორები დაბინძურდა, რის გამოცნიაღვრების საშიშროება გაჩნდა.მერიის შესაბამისი სამსახურის მესვეურნი არ მალავენ, რომ პრობლემის გადაწყვეტა კლუბის ადვოკატირების ჯგუფის აქტიურობამ განაპირობა.
მიღწეულმა წარმატებებმა მეტი სტიმული მისცა ჯგუფის წევრებს. სადღეისოდ ადვოკატირების დღის წესრიგში რამდენიმე საკითხი დგას(მწვანე კონცხისმიმდებარე ტერიტორიების გაწმენდა; ქალაქ ქობულეთის რიგ ქუჩებში გადასასვლელების მოწესრიგება), შესაბამისი სტრატეგიაც არსებობს.
სიუჟეტმანათელყო, რომ საზოგადოებისა და ოფიციალური სტრუქტურებისნდობის ხარისხი ქალთა კლუბის საქმიანობისადმი -იზრდება.