ფონდმა „სოხუმმა“ კიდევ ერთი საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა ჩოხატაურის ქუჩაზე მცხოვრებლებთან (მათ შორის სომეხი ეროვნების მოსახლეობასთან). მათ წამოაყენეს აქტუალური პრობლემები - სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების შეკეთება, გზების და გაზიფიცირების საკითხი.
შეხვედრაზე ახალგაზრდების პრობლემებიც გაჟღერდა. ითქვა, რომ არ არის ახალგაზრდების განვითარების არანაირი შესაძლებლობა - მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას სპორტული მოედნის, სკვერის ან სხვა გასართობი კუთხის მოწყობას სთხოვს.
არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად ჩოხატაურის ქუჩის მცხოვრებლებმა განცხადებით მიმართეს ქალაქის მერს.
სასიამოვნო სიახლე: ოზურგეთში ჩამოყალიბდა ახალგაზრდული საკრებულო (15 წევრისგან შემდგარი) და გენდერული საკონსულტაციო საბჭო (5 წევრით), რომლებიც თავის თავზე აიღებენ მუნიციპალიტეტის გენდერული პოლიტიკის ახალგაზრდულ ნაწილს.
იმ ახალგაზრდების სახელები და გვარები წაკითხულ იქნა ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ახალგაზრდულ ფორუმზე. ფორუმი „გენდერის კულტურა“ ოზურგეთის საკრებულოს დარბაზში ჩატარდა, როგორც დამამთავრებელი აკორდი პროექტისა „ახალგაზრდები გენდერული პოლიტიკის მხარდასაჭერად“.
ფორუმის მაღალი დონე ყველაფერმა ერთად განაპირობა:
მონაწილეები - პროექტში ჩართული მოსწავლეები, მწრვთნელები, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები
სტუმრები - ოზურგეთის პოლიტიკური ელიტა, ორივე საკრებულოს ხელმძღვანელები და წევრები, სხვადასხვა სამსახურის და მედიის წარმომადგენლები
ჩატარების ფორმა - ექსპერტული ხედვა, ჯგუფური მუშაობა, პრობლემების გამოვლენა და მათი მოგვარების გზების ძიება
ფორუმმა ნაყოფიერად იმუშავა და შედეგსაც მიაღწია - კარგად წარმოჩინდა პროექტის ეფექტურობა, შემუშავდა სამუშაო სტრატეგია, ახალი საპროექტო წინადადებები და ინიციატივები, რომლებიც უსათუოდ ჰპოვებენ მხარდაჭერას.
ქუთაისის 6 კოლექტიურ ცენტრში ჩატარდა საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა დევნილებთან, სადაც ესწრებოდა 45 ქალბატონი 20-დან 65 წლამდე. ფსიქოლოგს პირველად შეხვდა 11 ადამიანი.
საუბრის მთავარი თემა „იყო თვითშეფასება“ - მოსაზრება საკუთარ თავზე, რწმენა, საკუთარი „მეს“ დანახვა და დაფასება.
ჩატარდა მინილექციებია, დისკუსიები, ტესტებზე მუშაობა. ამას გარდა გაიმართა ორი ინდივიდუალური კონსულტაცია მშობლებისა და შვილების ურთიერთობებზე.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ განხორციელებული პროექტი „ახალგაზრდები გენდერული პოლიტიკის ხელშეწყობისათვის“, რომელიც 5 სკოლის უფროსკლასელთა გენდერული განათლების საკითხს, ალტერნატიული ახალგაზრდული საკრებულოსა და გენდერული საბჭოს იდეას ეხებოდა; შემაჯამებელი ფორუმი, რომელმაც თვალსაჩინო გახადა პროექტის შედეგები - ტელეკომპანია „გურიას“ ეთერში გასული ტელესიუჟეტი პროექტის მონაწილე ახალგაზრდების, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრების, თვითმმართველობის წარმომადგენლების პოზიციებს გვიჩვენებს.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს ახალგაზრდები არის რესურსი, რომელიც აქტიურად ჩაერთვება რაიონის, ქალაქის ცხოვრებაში. მათ აქვთ საინტერესო იდეები და, რაც მთავარია, ძალიან უყვართ საკუთარი ქალაქი“, - ასე შეაფასეს ახალგაზრდების ენთუზიაზმი გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა.
30 იანვარს, ფონდ „სოხუმში“ ჩატარდა მრგვალი მაგიდა კოალიციური პროექტის „ქ. ქუთაისში განსახლებული იგპ-თა ჩართვა მუნიციპალურ 2015 წლის ბიუჯეტის განხილვასა და ადვოკატირების პროცესში თავიანთ სპეციფიკურ მოთხოვნათა გათვალისწინების მიზნით“ ფარგლებში.
3 კოლექტიურ ცენტრში (სასტუმრო „კოლხეთი“, სამუსიკო სკოლა-ინტერნატი, სატრაქტორო ქარხანა) მცხოვრები დევნილები შეხვდნენ ქუთაისის საკრებულოსა და მერიის სხვადასხვა სამსახურის, დევნილთა რეგიონალური ორგანოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს.
სახელმწიფო სტუქტურების წარმომადგენლები წინასწარ გაეცნენ დევნილთა პრობლემებისა და წინადადებების პაკეტს, შეხვედრაზე მომზადებულები მოვიდნენ და ბევრ აქტუალურ კითხვას გასცეს პასუხი.
დევნილებმა გაიგეს ისიც, რომ რეაბილიტირებულ შენობებში აუცილებელია ამხანაგობების შექმნა, რათა მათ ადგილობრივი თვითმმართველობიდან მიიღონ ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისი მომსახურება.
საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებმა თავიანთი საკონტაქტო ტელეფონები გადასცეს შეკრებილებს და რიგ საკითხებში დახმარებას შეპირდნენ. ეს არის თანამშრომლობა საზოგადოებასა და ადგილობრივ მთავრობას შორის დევნილთა ცხოვრებისეული პირობების გაუმჯობესებისათვის.
იურისტის კონსულტაციები ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში სხვადასხვა საკითხებს შეეხებოდა. შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში არსებული პრობლემებით. მათ მიიღეს ინფორმაცია კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ, რომელიც აღნიშნულ საკითხებს დაარეგულირებს.
ფართის მიშენება რამდენადაა ნებადართული, როგორ ხდება მოძალადეზე შემაკავებელი და დამცავი ორდერის გამოწერა, როგორ არეგულირებს კანონი მემკვიდრეობის საკითხს - ამ საკითხებზე მიიღეს კონპეტენტური ინფორმაციები ხურჩის, სენაკის, ფოთისა და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებულ შეხვედრებში.
კონსულტაციებს უძღვებოდნენ ქალთა მხარდაჭერის იურისტები.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer