პარასკევი, 26.04.2024, 05:02
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » მასალის არქივი

- როგორ იწყება და ვითარდება ოჯახური კონფლიქტები, რა კავშირშია მისი ნეგატიური შედეგები  ძალადობასთან, რამდენად შესაძლებელია კონფლიქტების მართვა - ამ საკითხებზე იმსჯელეს  ახალგაზრდებმა ქუთაისში, წყალტუბოსა და ხონში  გამართულ ვორკშოპზე.

განსაკუთრებით საინტერესო დებატების ფონზე გაიმართა ვორკშოპი ხონის მესამე საჯარო სკოლაში. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საკითხმა, როგორ უნდა განაწილდეს ქალისა და მამაკაცის ფუნქციები ოჯახში, რომ რომელიმე სქესის დისკრიმინაცია არ მივიღოთ შედეგად და კონფლიქტები არ განვითარდეს.

ახალგაზრდების მოსაზრებით, ამ თემაზე დისკუსიები ხელს შეუწყობს მოზარდების სწორ აღზრდას და საზოგადოებაში არაძალადობრივი კულტურის დანერგვას.

მონაწილეებს შორის გამოიკვეთა რამდენიმე აქტიური ახალგაზრდა, რომლებიც ახალგაზრდული კლუბის მუშაობაში ჩაერთვებიან.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 828 | დაამატა: admin | თარიღი: 11.02.2015

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში არსებულმა ახალგაზრდული კლუბის მოხალისეთა ჯგუფმა მოაწყო საინფორმაციო შეხვედრა ხონის მესამე საჯარო სკოლაში. ეს იყო მსგავსი ხასიათის პირველი ღონისძიება ამ სკოლაში - 19 მოსწავლე საუბრობდა საქართველოში გენდერული საზოგადოების განვითარებაზე.

დისკუსია გამოირჩეოდა  აქტიური აუდიტორიით, ჩართულობით, საინტერესო  გამოსვლებით. რაც მთავარია, ორივე მხარე ძალიან კმაყოფილი დარჩა ჩატარებული შეხვედრით და მომავალი თანამშრომლობაც დასახეს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 830 | დაამატა: admin | თარიღი: 11.02.2015

9 თებერვალს ფონდი „სოხუმის“ ოფისში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა. განხილულ იქნა ქალაქის  ბიუჯეტის ის პუნქტები, რომლებიც ეხება ჯანდაცვის და სოციალურ პროგრამებს. გამოვლინდა ორი პრობლემა, რომელთა ადვოკატირებასაც  შეეცდებიან კლუბის წევრი ქალბატონები.

შეხვედრაზე მოწვეული იყო ექიმი-ფსიქოთერაპევტი გია მოშიაშვილი. მან კლუბის წევრებს (განსაკუთრებით - პედაგოგებს) ჩაუტარა ლექცია, როგორ იურთიერთობონ ისეთ ბავშვებთან, რომელთა მშობლები საზღვარგარეთ არიან. ამას გარდა მან კომპეტენტური პასუხები  გასცა მონაწილეთა შეკითხვებს.     

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 839 | დაამატა: admin | თარიღი: 09.02.2015

როგორც ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში გასული სიუჟეტი გვამცნობს, ფონდმა „სოხუმმა“ ქუთაისის საკრებულოს წევრებს, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საშუალება მისცა, მონაწილეობა მიეღო ჩეხეთის პარტნიორი ორგანიზაცია NESEHNUTI-ის მიერ მხარდაჭერილ ტრენინგში „გენდერი საგანმანათლებლო სფეროში და ქალაქის ბიუჯეტში“.

სიუჟეტში გამოჩნდა, რაში დაეხმარებათ მონაწილეებს მიღებული გამოცდილება;  რა კუთხით გაგრძელდება მუშაობა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტში სკოლამდელ დაწესებულებებში გენდერული განათლებისათვის.

მონაწილეები აღნიშნავენ,  რომ ტრენინგმა მათ მისცა წარმოდგენა იმაზე, როგორ შეიძლება  შევუწყოთ ხელი გენდერული პოლიტიკის დანერგვას ადგილობრივ დონეზე, ადგილობრივ ბიუჯეტში, რათა ის პოზიტიურად აისახოს მოქალაქეების, პირველ რიგში, ქალთა ჯგუფების ცხოვრებაზე.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 766 | დაამატა: admin | თარიღი: 08.02.2015

ფონდი „სოხუმის“ კოალიციური პროექტის „ქ. ქუთაისში განსახლებული იგპ-თა ჩართვა მუნიციპალურ 2015 წლის ბიუჯეტის განხილვასა და ადვოკატირების პროცესში თავიანთ სპეციფიკურ მოთხოვნათა გათვალისწინების მიზნით“ ფარგლებში მოხდა დევნილთა სამი კოლექტიური ცენტის პრობლემების და საჭიროებების შესწავლა.

კულინარიული სასწავლებლის კოლექტიურ ცენტრში 51 ოჯახი ცხოვრობს, მათი მთავარი პრობლემაა შენობის რემონტი. რადგან აქ 32 აფხაზეთიდან დევნილ ოჯახთან ერთად 19 ადგილობრივი ოჯახია, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს არა აქვს მთლიანი შენობის რეაბილიტაციის უფლება.

მეორე კოლექტიური ცენტრი, რომელიც სიუჟეტში მოხვდა, ყოფილი სამხედრო ბაგა-ბაღია. აქ არის კორპუსთან მისასვლელი გზის და სასმელი წყლის პრობლემა.

ნიკეას ქუჩაზე, ყოფილი 22-ე ბაგა-ბაღის შენობაში 26 ოჯახი ცხოვრობს, ახალგარემონტებული ფართებით კმაყოფილები არიან. მათი სურვილია ეზოში სკვერის მოწყობა და გამწვანება. 

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 721 | დაამატა: admin | თარიღი: 08.02.2015

 

წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრა. მასში მონაწილეობა მიიღო 10 გოგონამ, რომელთა აქტიურობითაც გაიმართა მსჯელობა თემაზე „გენდერული პოლიტიკის განვითარება საქართველოში“.

ნაცნობმა თემამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგს მოწონს გენდერული საზოგადოების განვითარება, ნაწილი კი ყოველთვის მოიშველიებს მშობლების აზრს: „მამაკაცი ოჯახში არის მთავარი და მას განსაკუთრებული პატივისცემა სჭირდება“.

დისკუსია იყო ძალიან აქტიური, არავინ არ თმობდა საკუთარ პოზიციას, თუმცა ყველა ემხრობა აზრს, რომ „ახალგაზრდა თაობამ უნდა იცხოვროს თანაბარუფლებიან და არაძალადობრივ საზოგადოებაში“.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანი)

 

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 819 | დაამატა: admin | თარიღი: 06.02.2015

 

ფონდი „სოხუმი“ სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოსთან ერთად  ახორციელებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს მუშაობას საბავშვო ბაღების პედაგოგებთან და აღსაზრდელთა მშობლებთან ეკო-სანიტარიის, გენდერისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე.

4-6 თებერვალს პროექტის ფარგლებში გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებისთვის ჩატარდა მწვრთნელთა მოსამზადებელი ტრენინგი.

სამი დღის განმავლობაში ისინი მუშაობდნენ თემებზე: ნარჩენების მართვა, წყლის მართვა და სანიტარია, გენდერული ძალადობა, ბავშვების გენდერული განვითარება, ბავშვთა მიმართ ძალადობის ფსიქო-სოციალური ასპექტები.

ტრენინგის მონაწილეებმა შეისწავლეს აგრეთვე  მწვრთნელისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, რომელთაც გამოიყენებენ  ვორკშოპების ჩატარებისას სენაკის საბავშვო ბაღებში პედაგოგებთან და აღსაზრდელთა მშობლებთან.

პროექტი დაფინანსებულია სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფონდი „სოხუმის“ მიერ.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 830 | დაამატა: admin | თარიღი: 06.02.2015

« 1 2 ... 5 6 7 8 9 ... 251 252 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0