პარასკევი, 03.05.2024, 14:20
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » მასალის არქივი

 5 თებერვალს, „TV 25“-ის 5-საათიანი „მაცნეს“ ბლოკი „სტუმარი სტუდიაში“ ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ორი წარმომადგენლის მონაწილეობით გაიმართა.

გადაცემაზე საბჭოს ორწლიანი საქმიანობა შეფასდა. გამოიკვეთა კონკრეტული შედეგები, რომლებიც საკონსულტაციო საბჭოს თაოსნობით იქნა მიღწეული და ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

ჩატარებული კვლევები; საზოგადოებრივი დისკუსიები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე; საინფორმაციო შეხვედრები სამოქალაქო ჯგუფებთან; ამომრჩეველ ქალთა კლუბის საქმიანობა ადვოკატირების მიმართულებით; ქალაქის ბიუჯეტისთვის მომზადებული წინადადებები, პროგრამები; საქართველოს პარლამენტის გენდერულ საბჭოსთან შეხვედრა - გადაცემის სტუმრებმა ვრცლად ისაუბრეს გენდერული საბჭოს დღის წესრიგზე.

განსაკუთრებული ყურადღება მიექცა თვითმმართველობისათვის მიწოდებული წინადადებებისა და რეკომენდაციების პაკეტს ოჯახში ძალადობისაგან დაცვისათვის აუცილებელი ადგილობრივი ღონისძიებების თობაზე, რადგან,  როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, ეს თემა აჭარაში გენდერულ საკითხებს შორის ყველაზე მტკივნეულია. ხაზგასმული იყო, რომ პატივისცემას იმსახურებს ადგილობრივი ხელისუფლების  ორივე შტოს მზაობა თანამშრომლობისათვის, პერსონალის სათანადო ინფორმირებისათვის დაგეგმილი ღონისძიებები.  

რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივებს, ითქვა, რომ საბჭო აპირებს თვითმმართველობას დაფინანსებისათვის წარუდგინოს პროექტები, რომლებიც ადგილობრივი სამოქალაქო ჯგუფების განვითარებას შეუწყობს ხელს; გრძელდება საქმიანობა გენდერული საჭიროებების კვლევის კუთხით;  მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის დოკუმენტზე, რომელიც საბჭოს სახელით მალე წარედგინება საკრებულოს. 

 

   პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 745 | დაამატა: admin | თარიღი: 05.02.2015

 

ფორუმ-თეატრის წარმოდგენებს სენაკის 1-ლ  სკოლაში 62 მოსწავლე დაესწრო. ფორუმ-თეატრმა 7 წარმოდგენა  უჩვენა შეკრებილებს, რამაც საინტერესო დისკუსიები და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა გამოიწვია..

ყველაზე დიდი  მოწონება დაიმსახურა სცენამ, სადაც დედა შვილის ურთიერთობა არის ნაჩვენები. ყველამ ერთხმად შვილი დაადანაშაულა და უმეტესობამ საკუთარი თავი, საკუთარი ნაკლი დაინახა. მერე ეცადნენ, ეჩვენებინათ, როგორ შეიძლება სიტუაციის გამოსწორება, რა უნდა გააკეთონ, რომ არ განვითარდეს კონფლიქტი და შემდგომ ძალადობაში არ გადაიზარდოს. სწორედ ეს არის ფორუმ-თეატრის ერთ-ერთი შედეგი.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 845 | დაამატა: admin | თარიღი: 03.02.2015

 

სენაკის 1-ლ საჯარო სკოლაში ფონდმა „სოხუმმა“ პირველად ჩაატარა შეხვედრა. ეს იყო  არასამთავრობო სექტორის პირველი შესვლა სკოლაში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 14-მა მეთერთმეტეკლასელმა.

მათთვის უცნობი იყო შეხვედრის თემა „გენდერული პოლიტიკის განვითარება საქართველოში“.  თავიდან ჩუმად იყვნენ, შემდეგ კი აქტიურად იმსჯელეს ტრადიციებზე, მამაკაცის კულტზე, განსაკუთრებით - სამეგრელოში. აღნიშნეს, რომ ეს საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ძნელია მისი დამკვიდრება, რადგან სტერეოტიპული აზროვნება დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე.

როგორც სხვა სკოლებში, აქაც ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ შესახებ, ჩამოყალიბდა ახალგაზრდული კლუბი და მოხალისეთა ჯგუფი.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 783 | დაამატა: admin | თარიღი: 03.02.2015

 

სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ადგილობრივი და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა შეიკრიბა. ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრაზე ინდივიდუალური და საერთო პრობლემები გაჟღერდა.

ნანი შენგელიამ საკუთარი სახლის გადახურვის პრობლემა დასვა, მაყვალა ფირცხალავამ (სოციალურად დაუცველი, ქვრივი, უმუშევრი) კი - საკუთარი სახლის კეთილმოწყობის საკითხი. იმ დღეს კლუბმა ამ პრობლემების მოგვარების მიზნით  წერილობით მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას.

კლუბზე აღინიშნა დედის ქუჩის რეაბილიტაციისა და გაზიფიცირების პრობლემა, რომელთა ადვოკატირებას შემდეგ სხდომაზე შეეცდებიან.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 827 | დაამატა: admin | თარიღი: 03.02.2015

 

12 ახალგაზრდა შეიკრიბა ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. შეხვედრაზე მათ მიიღეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ ახალ პროექტზე. საუბარი გაიმართა საქართველოში გენდერული საზოგადოების განვითარების შესახებ. შეიქმნა მოხალისეთა სტუდენტური ჯგუფი, რადგან ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ განხილული საკითხები აქტუალურია.

შეხვედრის ზოგიერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ ისინი იქნებ არ ეთანხმებიან ყველა მოსაზრებას, რაღაც დეტალებთან დაკავშირებით სხვა აზრი აქვთ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ცდილობენ, დაამსხვრიონ სტერეოტიპები, ის, რაც არ მოსწონთ... მსგავსი შეხვედრები კიდევ უფრო აძლიერებთ მათ ამ პროცესში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 732 | დაამატა: admin | თარიღი: 02.02.2015

თბილისში ჩატარდა სამდღიანი სემინარი ტრენერებისათვის არტთერაპიის მეთოდების გამოყენების კუთხით ფსიქოლოგიაში, პედაგოგიკაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში. ტრენინგი მიჰყავდა  რუსეთიდან ჩამოსულ სპეციალისტს ნატალია ნელიდოვას.

„მეტაფორულ ასოციაციურ ბარათებს ოცწლიანი ისტორია აქვთ. ეს არის ინსტრუმენტი რომელმაც მრავალგზის დაადასტურა ეფექტურობა. მას იყენებენ ოჯახურ თერაპიასთან, გეშტალტთერაპიასთან, არტთერაპიასთან ერთად... - აღნიშნავს ტრენინგის მონაწილე, ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე. -  გარკვეული ბარათის აღება არ არის შემთხვევითი.  ჩვენ ვუყურებთ სურათს და სიტყვები და სახეები თავისდაუნებურად ჩნდება და ხვდება არსში, ხსნის გულში ღრმად ჩამალულსაც კი. ეს გასაოცარია. მაგრამ გასაოცარია ისიც, რომ ადამიანები ერთი და იმავე ბარათების სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას აკეთებენ. ეს მეთოდი გვეხმარება ნდობითი ატმოსფეროს შექმნაში, რთული სიტუაციის გარკვევაში“.

ტრენინგმა მონაწილეებს ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოლოგიური მუშაობის ახალი შესაძლებლობები დაანახა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 807 | დაამატა: admin | თარიღი: 01.02.2015

ტელეკომპანია „რიონზე“ გასული სიუჟეტი მომზადდა პროექტის „ქ. ქუთაისში განსახლებული იგპ-თა ჩართვა მუნიციპალურ 2015 წლის ბიუჯეტის განხილვასა და ადვოკატირების პროცესში თავიანთ სპეციფიკურ მოთხოვნათა გათვალისწინების მიზნით“ ფარგლებში.

ტელეჟურნალისტები შეხვდნენ პროექტში ჩართული სამი კოლექტიური ცენტრის (სასტუმრო „კოლხეთი“, სამუსიკო სკოლა-ინტერნატი, სატრაქტორო ქარხანა) მცხოვრებთ, გაეცნენ მათ საცხოვრებელ პირობებს, ჩაწერეს ინტერვიუები, რომლებშიც დეტალურად არის აღწერილი დევნილთა საჭიროებები და პრობლემები. სიუჟეტში აისახა ფონდ „სოხუმში“ ჩატარებული მრგვალი მაგიდა, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, დევნილთა რეგიონალური სამსახურისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლება ინტერვიუებში აღნიშნეს, როდის და როგორ იქნება შესაძლებელი დევნილთა პრობლემების მოგვარება.

სიუჟეტი ეთერში გავიდა 1 თებერვალს და მან დაანახა მაყურებელს თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასა და ადგილობრივ მთავრობას შორის, რომელსაც უსათუოდ ექნება კარგი შედეგები.

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 769 | დაამატა: admin | თარიღი: 01.02.2015

« 1 2 ... 6 7 8 9 10 ... 251 252 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0