იანვარში ახალგაზრდული კლუბის ბოლო საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა ფოთის 1-ლ საჯარო სკოლაში 13 მოსწავლის მონაწილეობით.
მათთვის პირველი იყო ძალადობის თემაზე საუბარი, არ ჰქონდათ ინფორმაცია კანონის შესახებ. ამიტომაც ნაკლებად აქტიურობდნენ, მაგრამ ბევრი რამ გაიგეს და შემდგომი შეხვედრების სურვილიც გამოთქვეს.
შეხვედრის დროს შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფი, რომელიც ინფორმაციას გაავრცელებს ახალგაზრდებში.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
21, 23, 27 იანვარს ფოთის, წყალტუბოსა და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაცია (დამსწრეთა რაოდენობა - 22).
ფოთსა და წყალტუბოში შეხვედრის თემა იყო: თვითშეფასება, რაც მოიცავდა ტესტირებასა და მინილექციას, კონკრეტული პრობლემების და მაგალითების განხილვას.
ხონში ფსიქოლოგი შეხვდა ძალადობის მსხვერპლ ახალგაზრდა ქალბატონს, რომელსაც გაეწია კონსულტაცია. დაიგეგმა მომავალი შეხვედრები და შეხვედრა იურისტთან კონსულტაციისა და დახმარების მისაღებად.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში ფონდი „სოხუმი“ რამდენიმე წელია, მუშაობს, ამიტომ აქ არის აქტიურ გოგონათა ბირთვი, რომელიც ახალგაზრდულ კლუბად ჩამოყალიბდა. 26 იანვარს აქ წლის პირველი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა ოჯახში ძალადობის თემაზე.
ახალგაზრდული კლუბის წევრებიდან არჩეულ იქნა მოხალისეთა 8-კაციანი ჯგუფი, დაიგეგმა საინტერესო ღონისძიებები.
ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ ამ კუთხით მუშაობა უნდა გააქტიურდეს, რადგან პრობლემა ბევრია: ქალების დიდი დატვირთვა ოჯახში, ყანაში, შვილების გაზრდის მთელი პასუხისმგებლობა. ამას შეხვედრების შემდეგ მიაქციეს ყურადღება...
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
26 იანვარს სენაკის საკრებულოში გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის, ნანა ალანიას (საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე) ინიციატივით გაიმართა რიგგარეშე სხდომა.
სხდომაზე მოწვეულები იყვნენ: სენაკის გამგეობის ლტოლვილთა და განსახლების, ინფრასტრუქტურის სამსახურების ხელმძღვანელები, კულტურის ცენტრის დირექტორი, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს აპარატის უფროსი, კოლექტიურ ცენტრ „ეგრისში“ მცხოვრები დევნილები, საკრებულოს დეპუტატები.
სხდომაზე გაიმართა აქტიური მსჯელობა ორი პრობლემის თაობაზე - ეს პრობლემები გამოვლინდა კოლექტიურ ცენტრ „ეგრისში“ ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრის შედეგად და იურისტის შეხვედრის დროს ქალაქის ბიბლიოთეკაში.
გამგეობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა განუმარტეს შეკრებილებს, რა შედის მათ კომპეტენციაში და რისი გაკეთება შეუძლიათ იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს კოლექტიურ ცენტრ „ეგრისში“ მცხოვრებთა მდგომარეობა.
რაც შეეხება ბიბლიოთეკას, კულტურის ცენტრის დირექტორმა განაცხადა, რომ „სველ წერტილთან“ დაკავშირებული პრობლემა უახლოეს ხანში აღმოიფხვრება.
თავის მხრივ, დამსწრე დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ისინი მზად არიან თანამშრომლობისთვის და, საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი პრობლემების მოგვარების მიზნით განიხილავენ დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის საკითხს.
ფინდი „სოხუმის“ ფორუმ-თატრმა ახალ წელს მუშაობა განაახლა ახალი მსახიობებითა და ახალი წარმოდგენებით.
პირველი გამოსვლა გაიმართა ქუთაისში, ყოფილი სატრაქტორო ქარხნის კოლექტიურ ცენტრში. აქ მცხოვრები დევნილები კარგად იცნობენ პატარა სცენებში დასმულ პრობლემებს, ამიტომაც აქტიურად ჩაერთნენ ისინი დისკუსიებში და ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად ეძებდნენ გამოსავალს რთული ცხოვრებისეული სიტუაციებიდან...
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
თვითშეფასება - ეს არის მოსაზრება საკუთარ თავზე. თუ ადამიანზე ამბობენ, რომ მას დაბალი თვითშეფასება აქვს, ესე იგი თავს წარუმატებლად მიიჩნევს. თვითშეფასება იმას ჰგავს, სარკეში რომ ჩაიხედავ და შენი თავით კმაყოფილი დარჩები. მაგრამ ეს სულაც არ არის ასე. თვითშეფასება იმისთვისაა საჭირო, რომ უკეთ ვიცოდეთ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები. ამის შემდეგ შევძლებთ ჩვენი რესურსებისა და შესაძლებლობების განაწილებას. დაბალი თვითშეფასება არასწორი გათვლების შედეგია, მაღალი თვითშეფასება კი - სწორი გათვლების. როცა საკუთარ თავს შეიყვარებთ და დააფასებთ, უფრო ადვილად დაინახავთ და შეიყვარებთ სიკეთეს სხვებში.
სენაკში, ქუთაისსა და ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგთან შეხვედრებს ესწრებოდა 37 ქალბატონი 22-დან 65 წლამდე. ყველამ შეავსო თვითშეფასების ტესტი და კმაყოფილი დარჩა. ეს დაეხმარა მათ ადეკვატურ თვითშეფასებაში.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 2015 წელი ქალთა წლად გამოცხადდა, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა მოხდეს გარდატეხა როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივ პოლიტიკაში, რათა ქალი გახდეს უფრო დაცული, მოხდეს მისი სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საკმაოდ მძიმე მდგომარეობა ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური ჩართულობის თვალსაზრისით, მინიმალური შედეგით დასრულებული საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები, ქალთა გენდერული ძალადობისაგან დაცვის კუთხით არსებული სამწუხარო რეალობა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პრობლემა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან საზოგადოების თვალსაწიერშიც უნდა მოხვდეს.
როგორ აფასებენ არსებულ გამოწვევებს საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რა კუთხით უნდა მიმართოს სახელმწიფომ, საზოგადოებამ თავისი ძალისხმევა?
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები ამ საკითხებზე საკუთარ პოზიციებს გვიზიარებენ, გამოკვეთენ სფეროებს, სადაც ყველაზე მეტად სჭირდება ქალს მხარდაჭერა და გაძლიერება. - ტელეკომპანია „რიონის“ საკვირაო ტელეჟურნალი „7 დღე“ ამ საკითხზე საინტერესო სიუჟეტს გვთავაზობს.