ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ განხორციელებული პროექტი „ახალგაზრდები გენდერული პოლიტიკის ხელშეწყობისათვის“, რომელიც 5 სკოლის უფროსკლასელთა გენდერული განათლების საკითხს, ალტერნატიული ახალგაზრდული საკრებულოსა და გენდერული საბჭოს იდეას ეხებოდა; შემაჯამებელი ფორუმი, რომელმაც თვალსაჩინო გახადა პროექტის შედეგები - ტელეკომპანია „გურიას“ ეთერში გასული ტელესიუჟეტი პროექტის მონაწილე ახალგაზრდების, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრების, თვითმმართველობის წარმომადგენლების პოზიციებს გვიჩვენებს.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს ახალგაზრდები არის რესურსი, რომელიც აქტიურად ჩაერთვება რაიონის, ქალაქის ცხოვრებაში. მათ აქვთ საინტერესო იდეები და, რაც მთავარია, ძალიან უყვართ საკუთარი ქალაქი“, - ასე შეაფასეს ახალგაზრდების ენთუზიაზმი გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა.