მთავარი »
2015 » იანვარი » 30 » მრგვალი მაგიდა დევნილების მონაწილეობით
09:06 მრგვალი მაგიდა დევნილების მონაწილეობით |
|
30 იანვარს, ფონდ „სოხუმში“ ჩატარდა მრგვალი მაგიდა კოალიციური პროექტის „ქ. ქუთაისში განსახლებული იგპ-თა ჩართვა მუნიციპალურ 2015 წლის ბიუჯეტის განხილვასა და ადვოკატირების პროცესში თავიანთ სპეციფიკურ მოთხოვნათა გათვალისწინების მიზნით“ ფარგლებში.
3 კოლექტიურ ცენტრში (სასტუმრო „კოლხეთი“, სამუსიკო სკოლა-ინტერნატი, სატრაქტორო ქარხანა) მცხოვრები დევნილები შეხვდნენ ქუთაისის საკრებულოსა და მერიის სხვადასხვა სამსახურის, დევნილთა რეგიონალური ორგანოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს.
სახელმწიფო სტუქტურების წარმომადგენლები წინასწარ გაეცნენ დევნილთა პრობლემებისა და წინადადებების პაკეტს, შეხვედრაზე მომზადებულები მოვიდნენ და ბევრ აქტუალურ კითხვას გასცეს პასუხი.
დევნილებმა გაიგეს ისიც, რომ რეაბილიტირებულ შენობებში აუცილებელია ამხანაგობების შექმნა, რათა მათ ადგილობრივი თვითმმართველობიდან მიიღონ ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისი მომსახურება.
საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებმა თავიანთი საკონტაქტო ტელეფონები გადასცეს შეკრებილებს და რიგ საკითხებში დახმარებას შეპირდნენ. ეს არის თანამშრომლობა საზოგადოებასა და ადგილობრივ მთავრობას შორის დევნილთა ცხოვრებისეული პირობების გაუმჯობესებისათვის.
|
|
კატეგორია: მრგვალი მაგიდები |
ნანახია: 811 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |