კვირა, 24.11.2024, 01:09
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2015 » იანვარი » 30 » ოზურგეთში ახალგაზრდული საკრებულო და გენდერული საკონსულტაციო საბჭო ჩამოყალიბდა
10:51
ოზურგეთში ახალგაზრდული საკრებულო და გენდერული საკონსულტაციო საბჭო ჩამოყალიბდა

 

სასიამოვნო სიახლე: ოზურგეთში ჩამოყალიბდა ახალგაზრდული საკრებულო (15 წევრისგან შემდგარი)  და გენდერული საკონსულტაციო საბჭო (5 წევრით), რომლებიც თავის თავზე აიღებენ მუნიციპალიტეტის გენდერული პოლიტიკის ახალგაზრდულ ნაწილს.

იმ ახალგაზრდების სახელები და გვარები წაკითხულ იქნა ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ახალგაზრდულ ფორუმზე. ფორუმი „გენდერის კულტურა“ ოზურგეთის საკრებულოს დარბაზში ჩატარდა, როგორც დამამთავრებელი აკორდი პროექტისა „ახალგაზრდები გენდერული პოლიტიკის მხარდასაჭერად“.

 

ფორუმის მაღალი დონე ყველაფერმა ერთად განაპირობა:

მონაწილეები - პროექტში ჩართული მოსწავლეები, მწრვთნელები, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები

სტუმრები - ოზურგეთის პოლიტიკური ელიტა, ორივე საკრებულოს ხელმძღვანელები და წევრები, სხვადასხვა სამსახურის და მედიის წარმომადგენლები

ჩატარების ფორმა - ექსპერტული ხედვა, ჯგუფური მუშაობა, პრობლემების გამოვლენა და მათი მოგვარების გზების ძიება

 

ფორუმმა ნაყოფიერად იმუშავა და შედეგსა მიაღწია - კარგად წარმოჩინდა პროექტის ეფექტურობა, შემუშავდა სამუშაო სტრატეგია, ახალი საპროექტო წინადადებები და ინიციატივები, რომლებიც უსათუოდ ჰპოვებენ მხარდაჭერას. 

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: ფორუმები | ნანახია: 781 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 40
სტუმარი: 40
მომხმარებელი: 0