ოთხშაბათი, 21.08.2019, 03:41
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » მასალის არქივი

ფონდი "სოხუმის” წარმომადგენლების იანვრის თვის შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის  პარტიების მზადების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას და საარჩევნო სიებში მეტი ქალის ჩართულობის პროპაგანდას.

მორიგი შეხვედრა ჩატარდა საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ბათუმის ორგანიზაციაში. პარტიის ლიდერმა, მურმან დუმბაძემ ისაუბრა ადგილობრივ დონეზე მათი პარტიის წევრი ქალების პოლიტიკურ აქტიურობაზე და სამომავლო გეგმებზე არჩევნებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, პარტიის წევრი ქალები განსაკუთრებულ მობილიზაციას ავლენენ არამარტო წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების დროს.

პარტიის წარმომადგენლები თვლიან, რომ მათ პარტიაში გენდერული თანასწორობის პრინციპი დაცულია და შესაბამისად, არ ემხრობიან კვოტირების სისტემას. საარჩევნო სიების შედგენა ეფუძვნება პროფესიონალიზმს, ლიდერულ უნარ-ჩვევებს და განათლების მაღალ დონეს.   

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, პარტიის წევრი ქალების და ფონდი "სოხუმის” ამომრჩეველ ქალთა კლუბის თანამშრომლობის მნიშვნელობას. დაიგეგმა მათი მონაწილეობა კლუბის მომავალ შეხვედრებზე.

 

  

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1075 | დაამატა: admin | თარიღი: 12.01.2010

 
 

კატეგორია: პუბლიკაციები | ნანახია: 939 | დაამატა: admin | თარიღი: 12.01.2010

საქართველოსა და აზერბაიჯანის დევნილი ქალების წვლილი სამშვიდობო საქმეში"- ასეთი სახელწოდებით გამოვიდა ორი ქალთა ორგანიზაციის, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი სოხუმისა" (საქართველო, ქუთაისი) და საზოგადოებრივი გაერთიანება ქალთა სოლიდარობის" (აზერბაიჯანი, ბაქო) ერთობლივი გამოცემა. ბროშურა გამოიცა ფონდი სოროსის"  მხარდაჭერით პროგრამის ფარგლებში აღმოსავლეთი აღმოსავლეთი".

 ბროშურის პრეზენტაციით დასრულდა პროექტი გამოცდილების გაზიარება მშვიდობისმყოფელობისა და სახალხო დიპლომატიაში აფხაზეთიდან და ყარაბაღიდან დევნილი ქალების ჩართვით". 

გამოცემაში მოცემულია ინფორმაცია ორი არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ, აგრეთვე საუბარია ერთობლივად ჩატარებულ ტრენინგებზე, შეხვედრებზე, მრგვალ მაგიდებზე ქუთაისში, წყალტუბოში, ბაქოსა და განჯაში

ჩატარებული შეხვედრები და ტრენინგები, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ქალთა ურთიერთობა, რომლებიც წლების მანძილზე მუშაობენ კონფლიქტის  მშვიდობიანი მოგვარებისათვის და მასში  გენდერული  კომპონენტების შეტანისათვის, მეტად მნიშვნელოვანია და უფრო მეტ მოტივაციას აძლევს  ქალებს ამ პროცესში ჩართვისათვის

 
კატეგორია: პუბლიკაციები | ნანახია: 952 | დაამატა: admin | თარიღი: 10.01.2010

 

ქალთა ლიდერობის ფენომენი" - ასე ჰქვია ფონდისოხუმის" გამოცემულ სახელმძღვანელოს, ავტორი-შემდგენელი - დამოუკიდებელი ექსპერტი ეკატერინე გამახარია. სახელმძღვანელო შედგება 11 თავისაგან. ახსნილია ცნებალიდერის" არსი, მოთხრობილია ლიდერობის ფენომენისა და სტილის ძირითად მიდგომებზე, კონცეფციებზე. ნაჩვენებია ლიდერული თვისებების განვითარების გზა - საწყისი საფეხურის თორმეტი სავარჯიშო და ლიდერობის 21 აუცილებელი პირობა. ძალზე მნიშვნელოვანია ლიდერობის გენდერული თავისებურებები, განსხვავება მამაკაცი ლიდერებისა და ქალი ლიდერების მიდგომებში, ლიდერი ქალის პლიუსები და მინუსები, მოცემულია სასარგებლო რჩევები ლიდერი ქალის პროფესიული იმიჯის შექნის თაობაზე, ფსიქოლოგიური ტესტები. „ქალის ლიდერულ პოზიციაზე გასაყვანად, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია მისი თანაბარი უფლებების, მისი, როგორც ლიდერის თანაბარი შესაძლებლობების და უნარ-ჩვევების აღიარება," - ნათქვამია სახელმძღვანელოს დასკვნაში. სახელმძღვანელო გამოიცა ქართულ და რუსულ ენებზე. ის გავრცელდება ფონდისოხუმის" ბენეფიციართა შორის და ხელს შეუწყობს ლიდერის თვისებების განვითარებას, თვითშეფასების გაზრდას და ლიდერობის გზაზე საკუთარი სტრატეგიის გამომუშავებას.

 
კატეგორია: პუბლიკაციები | ნანახია: 1320 | დაამატა: admin | თარიღი: 10.01.2010

კატეგორია: სოციალური კლიპები | ნანახია: 615 | დაამატა: admin | თარიღი: 26.06.2009

კატეგორია: სოციალური კლიპები | ნანახია: 632 | დაამატა: admin | თარიღი: 26.06.2009

კატეგორია: სოციალური კლიპები | ნანახია: 609 | დაამატა: admin | თარიღი: 26.06.2009

« 1 2 ... 249 250 251 252 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2019  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 130
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0