„ახალგაზრდების როლი მშვიდობისმყოფელობაში“, - ამ თემაზე ლიდერ გოგონათა სკოლის წევრებმა ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, სენაკში, ფოთში,ზუგდიდსა და გალში 24 ვორკშოპი ჩაატარეს. მეორე ტრენინგზე მიღებული ცოდნა დაეხმარა მათ ვორკშოპის ფასილიტაციაში. ღონისძიებებს 16-დან 29 წლამდე 360 დევნილი ახალგაზრდა დაესწრო.
ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტების შემუშავება, სოციალური ქსელებით ინტერნეტ-კავშირის დამყარება, ინფორმაციის გაცვლა, ნათესაური კავშირების გამოყენება, აფხაზი თანატოლების სტუმრად მოწვევა, ახალგაზრდული ბანაკების შექმნა, - ასეთია ბენეფიციართა კონკრეტული წინადადებები ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღსადგენად.
ვორკშოპებზე ახალგაზრდები მივიდნენ დასკვნამდე, რომ თითოეულ მათგანს შეუძლია მომავლის შეცვლა. მათ გაუჩნდათ სამშვიდობო საქმიანობაში, გაცვლით პროგრამებში ჩართვის სურვილი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|