|
„საზოგადოებრივი მისაღები" აქტიურად აგრძელებს იურიდიული კონსულტაციების გაცემას იგპ ქალებისათვის. შეხვედრებზე განსაკუთრებით აქტუალური იყო განსახლების პრობლემა, განქორწინების იურიდიული პროცედურები, გაშვილების საკითხები.
კონსულტაცია მიეცა იგპ ქალბატონს, რომელსაც აინტერესებდა განქორწინების შემთხვევაში ქონების გაყოფასთან და არასრულწლოვანი შვილების მიკუთვნებასთან დაკავშირებული საკითხები.
კონსულტაციების გაცემა მომდევნო თვეშიც გაგრძელდება.
პროექტი ხორციელდება გერმანიის ორგანიზაცია Filia die frauenstiftung-ის მიერ. |
|
|
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შეხვედრებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემაზე, რადგან ქალებს ნაკლები ინფორმაციები აქვთ ასეთ საკითხებზე. ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, სენაკში, ფოთში და სოფელ ხურჩაში არსებულ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გამართულ შეხვედრებზე სპეციალისტი მუდმივად ახსენებს და უხსნის ქალებს, რომ წელიწადში ერთხელ ყველა ქალი აუცილებლად უნდა გადიოდეს სამედიცინო შემოწმებას. რომელიც იძლევა საშუალებას, დროულად იქნას აცილებული სხვადასხვა სახის ინფექციური დაავადებები.
შეხვედრებზე განიხილება აგრეთვე ისეთი საკითხები, როგორიცაა: მკერდის, საშვილოსნოს ყელის ავთისებიანი სიმსივნეები, ფიბრომა, მიომა და სხვა სახის ქალური დაავადებები.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
კატეგორია:
შეხვედრები
|
ნანახია:
1067
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
30.03.2011
|
|
- დედაჩემი ხშირად მეუბნება, რომ ჩვენი თაობა ბევრად უკეთეს დროში ცხოვრობს, რადგან ადრე არავინ საუბრობდა საკუთარ უფლებებზე, არც არავინ იცოდა ამ საკითხების არსებობა.
- ყოველი შეკრება მაძლევს ახალს - საკუთარ უფლებებზე, უფრო თვითდაჯერებული ვარ, ვიცი რა გავაკეთო საკუთარი უფლების დასაცავად. - ასეთი შეფასებები გააკეთეს ქუთაისში, სენაკში, ხონში, ფოთში გამართულ შეხვედრებზე ახალგაზრდა გოგონებმა, სადაც საუბარი იყო ქალთა უფლებებზე და იმ საერთაშორისო დოკუმენტებზე, რომელიც ქალთა უფლებების დაცვას ემსახურება.
გოგონები მიიჩნევენ, რომ გაეროს რეზოლუცია 1325, პეკინის პლატფორმა და სხვა დოკუმენტები უფრო ფართო მასებისთვის უნდა იყოს ნაცნობი, რათა ქალებმა შეძლონ საჭირო დროს საკუთარი უფლებების დაცვა.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
|
|
|
ფსიქოლოგმა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში 6 ჯგუფური და 5 ინდივიდუალური შეხვედრა ჩაატარა, რაშიც 63-მა ქალმა მიიღო მონაწილეობა 19-დან 60 წლამდე.
ქალების უმრავლესობამ აქცენტი გააკეთა მამებისა და შვილების დამოკიდებულებაზე.
მამებისაგან შვილები მემკვიდრეობით იღებენ შეგონებას, რომ ისინი ნიჭიერები არიან. ეს ზემოქმედებას ახდენს მათ თვიდაჯერებულობაზე, ჰმატებს მათ სითამამეს, რომ ცხოვრებაში ყველაფერი გამოუვათ. სწორედ მამისგან უნდა ესმოდეს შვილს, - ვამაყობ იმით, რომ შენ ასეთი ძლიერი და ნიჭიერი ხარ.
კრიტიკული, გულგრილი მამა არ ცნობს შვილის უნარსა და ნიჭიერებას. ასეთი ბავშვი მთელი ცხოვრება დაიტანჯება არასრულფასოვნების შეგრძნებით.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
| |