ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა ხონში არსებული მწვავე პრობლემები განიხილეს, რომელიც როგორც დევნილებს, ასევე ადგილობრივებს ერთნაირად აწუხებთ.
პრობლემები მართლაც მწვავეა: ხონის სამხედრო დასახლებაში მცხოვრებთ წყალი კვლავაც გრაფიკით მიეწოდებათ. უმუშევრობა, ჯანდაცვის პროგრამებზე არახელმისაწვდომობა, კვლავაც სერიოზულ პრობლემად რჩება. გაურკვევლობაა ბინების დევნილთა საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით.
არსებული პრობლემების ადვოკატირების მიზნით გამოიკვეთა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ითანამშრომლებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. დაიგეგმა, მომდევნო შეხვედრაზე ხონის საკრებულოს წევრის მოწვევაც.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრას დაესწრნენ მონიტორინგის ჯგუფის წევრები, რომლებიც პროექტის ფარგლებში საკრებულოს სხდომებს ესწრებიან და გენდერული კუთხით მონიტორინგს აწარმოებენ. მათ კლუბის წევრებს ხონის საკრებულოს ბიუჯეტის ის ნაწილი გააცვნეს, რომელიც მრავალშვილიან დედებსა და დევნილებს ეხებათ. |