პარასკევი, 29.03.2024, 08:55
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » მარტი » 24

ყოველთვიურ შეხვედრებზე ამომრჩეველ ქალთა კლუბებში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ხობი, ზუგდიდი, ფოთი, ოზურგეთი, ბათუმი) განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იგრძნობა თანაქალაქელების წინაშე, რადგან კლუბის წევრებს შეუძლიათ პრობლემების ადვოკატირება და ლობირება.

საკრებულოს წევრი ქალბატონები კლუბებშიც არიან გაწევრიანებულნი და ეს ბევრად უფრო აადვილებს თანამშრომლობას საკრებულოებთან.

ჟურნალის ამ ნომერში სწორედ ამ თანამშრომლობაზე გიამბობთ.

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 1059 | დაამატა: admin | თარიღი: 24.03.2011

გაძვირებული მგზავრობის ღირებულება, მომატებული გადასახადები, მოუწესრიგებელი სატრანსპორტო მომსახურება - მძღოლების არაეთიკური და უხეში დამოკიდებულება მგზავრთა მიმართ, მოუწესრიგებელი შიდა გზები, მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების არასწორი გადანაწილება (სოციალურად დაუცველთა ერთიან პროგრამაში ხშირად  არ ხვდებიან უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები) ეკოლოგიური პრობლემები, დაუსაქმებელი ადამიანები და ოჯახური ძალადობა  - ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბზე სწორედ ეს პრობლემები გამოიკვეთა. აღნიშნული პრობლემების გადაჭრის მიზნით კლუბის წევრებმა გარკვეული რეკომენდაციებიც კი შეიმუშავეს - მოხდეს სოციალურად დაუცველი ოჯახების ხელახალი გადამოწმება, გამოიყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში თანხები და შემცირდეს გადასახადები, დროულად შეკეთდეს შიდა მოუწესრიგებელი გზები, გამოიყოს სპეციალური ტრანსპორტი მოსწავლეებისათვის.

პრობლემის ადვოკატირებისათვის ხუთკაციანი ჯგუფი შეიქმნა. მომავალ შეხვედრაზე კლუბის წევრები ახლომდებარე სოფლების გამგებლების, ბათუმისა და ქობულეთის საკრებულოს წევრების, ჟურნალისტების მოწვევას გეგმავენ - სწორედ მათი ჩართვით და მხარდაჭერით აპირებენ კლუბის წევრები პრობლემების ადვოკატირებას.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

 

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 991 | დაამატა: admin | თარიღი: 24.03.2011

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0