მარტში ფსიქოლგის შეხვედრებზე ხშირად განიხილებოდა რძალ-დედამთილის დამოკიდებულების პრობლემა.
- მას, ვისაც არა აქვს საშუალება იცხოვროს ცალკე, მშობლებისგან დამოუკიდებლად, ერთობლივი ცხოვრების დასაწყისშივე სერიოზულად უნდა დაფიქრდეს დედამთილთან ურთიერთობაზე. გახსოვდეთ სხვის მონასტერში საკუთარი წესებით არ მიდიან და ნივთების ადგილის შეცვლა ითვლება „საერთო საცხოვრებლის" წესების დარღვევად. ერთობლივი ცხოვრება ბევრად უფრო მსუბუქი გახდება თუ თქვენ თავიდანვე გაიყოფთ საოჯახო საქმეებს.
მთელი თვის განმავლობაში ფონდის ფსიქოლოგმა 8 ჯგუფური და 6 ინდივიდუალური შეხვედრა ჩაატარა, რაშიც მონაწილეობა მიიღო 78 -მა ქალმა, 29-დან 60 წლამდე.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |