„საკუთარი აზრის გამოთქმა, დისკუსიაში ჩართვა ძალიან მიჭირს, ამ კუთხით
ტრენინგმა ძალიან გამათამამა, უფრო თავისუფალი გავხდი."
„ლიდერთა სკოლაში მოხვედრა ძალიან მინდა, დარწმუნებული ვარ ბევრ საჭირო და
მნიშვნელოვან თვისებებს შევიძენ, პიროვნულად გავიზრდები და საკუთარი თავის დამკვიდრებას
შევძლებ საზოგადოებაში."
- ასეთი იყო იმ გოგონების მოსაზრება, რომლებიც
ლიდერთა სკოლის შესარჩევ ტრენინგზე მოხვდნენ. ტრენინგი სამტრედიაში, გამგეობის
შენობაში გაიმართა.
პროგრამით გათვალისწინებული თემატიკა
მონაწილეებისათვის საინტერესო აღმოჩნდა, მათი აზრით, ლიდერი ქალისა და ლიდერი
მამაკაცის თვისებებს შორის ძნელია განსხვავება იპოვო, ამიტომაც ქალსაც უფლება აქვს
აქტიურად იყოს ჩართული საქვეყნო საქმეებში.
ჯგუფი განსაკუთრებით გააქტიურდა პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულების დროს.
როცა ფორუმ-თეატრის ელემენტების გამოყენებით წარმოადგინეს კონფლიქტის სცენები და
იმსჯელეს კონფლიქტურ სიტუაციებში კომუნიკაციის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.
მონაწილეები თვლიან, რომ არა აქვს მნიშვნელობა ვინ მოხვდება ლიდერთა სკოლაში,
ორდღინი ტრენინგისგან მათ უკვე შეიძინეს ისეთი უნარ-ჩვევები, რომელიც საკუთარი
თავის რეალიზებაში დაეხმარებათ.
|